Jobs.GE



დასახელება: პრისელერი - ზუგდიდი
მომწოდებელი: სადისტრიბუციო კომპანია
გამოქვეყნდა: 7 ნოე / ბოლო ვადა: 30 ნოე

სადისტრიბუციო კომპანია აცხადებს ვაკანსიას პრისელერის თანამდებობაზე ქ. ზუგდიდში.

ფუნქციები:

** სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკებების (მათ შორის - გადახდის პირობებზე) წარმოება;
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ნაშთების ოპერატიული ანალიზი;
** სავაჭრო ობიექტებში შეკვეთის ფორმირება (გაფორმება);
** დებიტორების კონტროლი და ანალიზი.

კვალიფიკაცია:

** სავაჭრო წარმომადგენლად/დისტრიბუციაში მუშაობის გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება, სასურველია სავაჭრო/ეკონომიკური პროფილით;
** საკუთარი ავტომობილი (აუცილებელია!).

ზოგადი მოთხოვნები და უნარები:

** ასაკი: 20-35 წელი
** კომუნიკაბელურობა, პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ანალიზისა და გამოთვლების წარმოების კარგი უნარი.

აუცილებელი მოთხოვნა: მატერიალური უზრუნველყოფა

გასაუბრება ჩატარება როგორც ზუგდიდში, ასევე ქუთაისსა და თბილისში.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, 2017 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით ელ. ფოსტაზე: hr@agtc.ge და ელ-ფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. CV ფოტოსურათის გარეშე არ განიხილება!



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი