Jobs.GE



დასახელება: კარტრიჯის დამუხტვის სპეციალისტი
მომწოდებელი: ჩემი ოფისი
გამოქვეყნდა: 8 ნოე / ბოლო ვადა: 30 ნოე

კომპანია "My Office"-ი, რომელიც არის ლიდერი კომპანია საოფისე ტექნიკის მომსახურების სფეროში, აცხადებს ვაკანსიებს სხვადასხვა პოზიციაზე, მსოფლიოში წამყვანი საოფისე ტექნიკის მწარმოებელი კომპანიების ბრენდებთან სამუშაოდ - HP, Canon, Xerox.

კომპანია აძლევს კანდიდატებს საშუალებას შეისწავლონ პერსპექტიული პროფესია ადგილზე.

პოზიცია: კარტრიჯის დამუხტვის სპეციალისტი

მოთხოვნები:

** ტექნიკის მიმართ ინტერესი;
** ახალი ტექნოლოგიების შესწავლის სურვილი;
** კომპიუტერთან ურთიერთობის უნარი მომხმარებლის დონეზე;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

თუ თქვენ მარტივად ურთიერთობთ ტექნიკასთან, მაშინ მოგვმართეთ - შესაძლებელია ადგილზე შესწავლა.

უპირატესობად ჩაითვლება ტექნიკური განათლება, ასევე თუ კანდიდატის საცხოვრებელი ადგილი მდებარეობს დიღომში ან მიმდებარე ტერიტორიაზე.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 384478 ან გამოგვიგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად, ელექტრონულ მისამართზე: hr@myoffice.com.ge 2017 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

კომპანია "My Office"-ი გთავაზობთ კეთილმოსურნე სამუშაო გარემოს და გისურვებთ წარმატებას!



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი