Jobs.GE



დასახელება: მცირე და საშუალო ბიზნეს სესხების ანალიტიკოსი - ქუთაისი
მომწოდებელი: ტერაბანკი
გამოქვეყნდა: 7 ნოე / ბოლო ვადა: 22 ნოე

სს "ტერაბანკი" ქუთაისში აცხადებს მიღებას მცირე და საშუალო ბიზნესს სესხების ანალიტიკოსის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** მცირე და საშუალო ბიზნეს სეგმენტის კლიენტების საკრედიტო მომსახურება;
** ფინანსური ანალიზის ჩატარება, პროექტის მომზადება, სესხის დამტკიცება და გაცემა;
** ხარისხიანი საკრედიტო პორტფელის შექმნა/შენარჩუნება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება საბანკო საქმის, ფინანსების ან ეკონომიკური განხრით;
**აუცილებელია ბანკში ბიზნეს სესხებზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია ფინანსური უწყისების მომზადების მაღალ დონეზე ცოდნა;
** კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ფლობა;
** ენები: ინგლისური, რუსული სასაუბრო დონეზე.

მსურველებს გთხოვთ CV ან შევსებული კანდიდატის განაცხადის ფორმა გამოაგზავნოთ მისამართზე: career@terabank.ge

საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადა: 22.11.17, 17:00 სთ.

აპლიკანტების საყურადღებოდ: გთხოვთ, "subject"-ში მიუთითოთ პოზიცია და ქალაქი, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. სხვა შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება. ტესტირებისა და გასაუბრებისათვის მოვიწვევთ მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემული ვაკანსიის მოთხოვნებს. სატელეფონო ზარები ამ პოზიციასთან დკავშირებით არ მიიღება.

გისურვებთ წარმატებას!



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი