Jobs.GE



დასახელება: უფროსი .NET დეველოპერი
მომწოდებელი: ნოვა ტექნოლოჯი
გამოქვეყნდა: 7 ნოე / ბოლო ვადა: 7 დეკ

სს "ნოვა ტექნოლოჯი" აცხადებს ვაკანსიას პროგრამისტის (Senior NET Developer) პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშ-პარ 09:00-18:00

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: კომპანიის შიდა და გარე პროექტებისთვის პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება, განვითარება, დანერგვა.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებაში
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** .NET პლატფორმასთან მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (C#, WCF)
** მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება (Oracle/MS-SQL)
** აუცილებელია გამოცდილება ვებ დეველოპმენტში (ASP.NET, JavaScript, HTML, AJAX, CSS, XML)

საჭირო უნარები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას გახდე სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
** პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@novatech.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ თანამდებობის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს!

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ სს"ნოვა ტექნოლოჯი"-მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენს პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი