Jobs.GE



დასახელება: პროგრამისტი
მომწოდებელი: ბანკი ქართუ
გამოქვეყნდა: 7 ნოე / ბოლო ვადა: 27 ნოე

სს "ბანკი ქართუ" აცხადებს ვაკანსიას პროგრამისტის თანამდებობაზე საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის პროგრამული უზრუნველყოფის განყოფილებაში.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი

ზოგადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა და მოდერნიზაცია
** სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების თანამშრომლებისაგან პროგრამირების პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის მოძიება და საპროექტო სამუშაოების ჩატარება
** პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირება და ხარისხის კონტროლი
** სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების თანამშრომლებისათვის პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებით ტექნიკური კონსულტაციების გაწევა
** პროგრამული უზრუნველყოფის მუშაობის პროცესში წარმოშობილი პრობლემების აღმოფხვრა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

სავალდებულო:

** უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების განხრით
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის ორწლიანი გამოცდილება
** ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების პრინციპების კარგი ცოდნა
** პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის სრული ციკლის ფუნდამენტალური ცოდნა
** Microsoft Visual Studio-ს ცოდნა
** პროგრამირების ენა C#-ის ცოდნა
** .Net Framework-ის ცოდნა
** Microsoft SQL Server მონაცემთა ბაზის კარგი ცოდნა
** Windows Communication Foundation ტექნოლოგიის ცოდნა
** ADO.NET, Entity Framework, L|INQ ტექნოლოგიების ცოდნა
** Web აპლიკაციების ტექნოლოგიების (Microsoft ASP.NET, MVC, HTML, JavaScript, CSS) ცოდნა

სასურველი:

** პროგრამირების მოდელის გამოყენების გამოცდილება
** ვერსიების კონტროლის სისტემასთან მუშაობის გამოცდილება
** პროგრამირების ენა Java-ს ცოდნა

სხვა სავალდებულო უნარები და თვისებები:

** სტრესულ და დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი
** შრომისმოყვარეობა, მოწესრიგებულობა, პუნქტუალურობა
** გუნდური მუშაობის უნარი, სხარტი აზროვნება, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა,
** დროის ეფექტური მართვა

დაინტერესებულმა პირებმა CV ფოტოსურათით უნდა გამოგზავნონ ელექტრონულად მისამართზე: vacancy@cartubank.ge

გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ თუ CV-ში ან ელ.ფოსტის თემატიკაში არ იქნება მითითებული ის თანამდებობა, რომლისთვისაც აგზავნით დოკუმენტაციას, განაცხადი არ განიხილება.

CV-ს გამოგზავნის ბოლო ვადაა 2017 წლის 27 ნოემბერი.

წარმოდგენილი განაცხადებიდან მხოლოდ ბანკის მიერ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი