Jobs.GE



დასახელება: ტენდერი სასათბურე მეურნეობის მოწყობაზე
მომწოდებელი: SOS ბავშვთა სოფელი
გამოქვეყნდა: 8 ნოე / ბოლო ვადა: 24 ნოე

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" აცხადებს ტენდერს პროექტის - "მოწყვლადი ოჯახებისა და მათი შვილების სოციალური ფუნქციონირების აღდგენა-გაუმჯობესების ხელშეწყობა ზუგდიდის რაიონში" ფარგლებში ინგირის მუნიციპალიტეტში, სასათბურე მეურნეობის მოწყობისათვის განსახორციელებელი სამუშაოების შესყიდვაზე და იწვევს ყველა დაინტერესებულ კომპანიას/მეწარმე ფიზიკურ პირს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად: სასათბურე მეურნეობის მოწყობა .

სათბურების მოსამზადებელი სამუშაოები მოიცავს:

** დანართი N1 -ით გათვალისწინებულ სამუშაოებს.
** განთავსების კვ.მ. გეგმა დანართი N2, დანართი N3 გათვალისწინებულ სამუშაოებს.

მოსაწყობი სათბურების სპეციფიკაციები:

** სასათბურეების მოწყობის ადგილი: ზუგდიდი, სოფ. ინგირი
** მოსაწყობი სათბურის ფართობი: 400 კვ.მ.
** მოსაწყობი სათბურების რაოდენობა: 1 ერთეული.

შესასრულებელი სამუშაოების ვადა: კონტრაქტის გაფორმების დღიდან 2 კვირა.

სავალდებულო მოთხოვნები:

** ტენდერში მონაწილე კომპანიებმა და მეწარმე ფიზიკურმა პირებმა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები ქართულ ენაზე:
** წერილი ტენდერში მონაწილეობის სურვილის შესახებ, რომელშიც აღნიშნული იქნება შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება და სამუშაოების შესრულების ვადები;
** ტენდერში მონაწილე კომპანიის/ მეწარმე ფიზიკური პირის რეკვიზიტები (გადამხდელის საიდენტიფიკაციო კოდი, მისამართი, ტელეფონი, საბანკო რეკვიზიტები);
** უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
** ინფორმაცია ბოლო სამი წლის განმავლობაში ანალოგიური სამუშაოების შესრულების შესახებ (სამუშაოთა მოცულობისა და ღირებულებების მითითებებით) შესაბამისი 3 რეკომენდაციით;
** მსგავსი შესრულებული სამუშაოების ამსახველი ფოტო-მასალა.

მომსახურების სრული ღირებულების გადახდა მოხდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ (მაქსიმუმ სამი დღის ვადაში).
წინასწარ ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში კომპანია/მეწარმე ფიზიკურმა პირმა უნდა წარმოადგინოს საბანკო გარანტია.

დაინტერესებულმა კომპანიებმა/მეწარმე ფიზიკურმა პირებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ ერთ ეგზემპლარად, ქართულ ენაზე. გთხოვთ, ბეჭდით დალუქულ კონვერტზე სათაურად მიუთითოთ როგორც `სასათბურე მეურნეობის მოწყობა`, ისე კომპანიის/მეწარმე ფიზიკური პირის დასახელება.

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა: 2017 წლის 24 ნოემბერი 15:00 საათი.

განაცხადების ჩაბარება შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: ზუგდიდი, რუსთაველის N93. მე-3 სართული.

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" დაუკავშირდება მხოლოდ იმ კომპანიებს/მეწარმე ფიზიკურ პირებს, რომლებმაც დააკმაყოფილეს სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები.

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" სოციალურ განვითარებაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა. 1989 წლიდან იგი აქტიურად მონაწილეობს ბავშვთა უფლებებსა და მათ საჭიროებებზე მიმართული პროგრამებისა თუ მომსახურებების შემუშავებაში. ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს "SOS Children`s Villages International"-ის დებულების შესაბამისად, ვინაიდან ეს უკანასკნელი წარმოადგენს მის ქოლგა ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 132 ქვეყანაში ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობა ასოციაციების სახით. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა; აგრეთვე, თემზე დაფუძნებული ალტერნატიული მომსახურებების მიწოდების გზით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება, მათი სრულფასოვან პიროვნებებად ფორმირების ხელშეწყობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.sos-childrensvillages.ge



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი