Jobs.GE



დასახელება: ქოლ-ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: 4ფინანსი
გამოქვეყნდა: 7 ნოე / ბოლო ვადა: 7 დეკ

შპს "4 ფინანსი" არის გლობალური კომპანია, რომელიც სთავაზობს მომხმარებელს ადვილ, სწრაფ და კომფორტულ ფინანსურ სერვისს, ოპერირებს მსოფლიოს 17 ქვეყანაში, საქართველოში კი 2013 წლიდან ფუნქციონირებს, მისი ერთ-ერთი პროდუქტით: Vivus.ge. შპს "4ფინანსის" უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს მისი გუნდი - ის შედგება ნიჭიერი და პროფესიონალი ხალხისგან, რომლებიც სრულად იყენებენ თავიანთ პოტენციალს.

ჩვენ შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ესტუმროთ ვებ გვერდს http://www.4finance.com

შპს "4 ფინანსი" გთავაზობთ, შემოუერთდეთ ჩვენს კომპანიას შემდეგ პოზიციაზე: ქოლ-ცენტრის ოპერატორი.

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტის სატელეფონო მომსახურება (არსებული და პოტენციური კლიენტების ინფორმირება კომპანიის პროდუქტისა და სერვისების შესახებ)
** ელ. ფოსტისა და "chat"- ის საშუალებით კლიენტისათვის კონსულტაციის გაწევა;
** მონაცემთა ბაზაში ინფორმაციის გატარება.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება; მიიღებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც;
** მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ქართული და რუსული ენების გამართულად ცოდნა;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
** კლიენტსა და შედეგზე ორიენტირება;
** კარგი კომპიუტერული უნარ - ჩვევები;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, სიზუსტე და კონცენტრაციის უნარი;
** კომუნიკაციის კარგი უნარი, დაგეგმვისა და დამოუკიდებელი მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** დინამიკურ და საინტერესო სამსახურს ამბიციურ და პროფესიონალ გუნდთან ერთად;
** სამუშაოს სწრაფად მზარდ საერთაშორისო კომპანიაში, რომელიც ოპერირებს საინტერესო და კონკურენტულ სფეროში;
** პროფესიულ წინსვლასა და განვითარებას.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგი ელექტრონულ მისამართზე: hr@vivus.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.

წარმატებას გისურვებთ!



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი