Jobs.GE



დასახელება: ვაიზერი
მომწოდებელი: ხორც-პროდუქტების მწარმოებელი კომპანია
გამოქვეყნდა: 7 ნოე / ბოლო ვადა: 7 დეკ

ხორც-პროდუქტების მწარმოებელი კომპანია აცხადებს ვაკანსიას ვაიზერის პოზიციაზე.

დაკისრებული მოვალეობები:

** მის დაქვემდებარებულ რაიონში გაყიდვების კოორდინაცია;
** ოპტიმალური შეკვეთების უზრუნველყოფა;
** სავაჭრო ობიექტების ბაზის განსაზღვრა და ათვისების კონტროლი;
** დებიტორებთან (მათ შორის პრობლემატურ დებიტორებთან) მუშაობა და კონტროლი;
** გაყიდვების გეგმის შესრულება/შეუსრულებლობაზე პასუხისმგებლობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება (ბაკალავრი);
** საკუთარი ავტომობილი;
** უცხო ენების ცოდნა;
** გამართული მეტყველება;
** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
** სისხარტე, ოპერატიულობა;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** დროის მართვა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** პრეზენტაბელურება;
** ორგანიზებულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, ავტობიოგრაფია (CV) გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: companyinfo263@gmail.com და დანიშნულების ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ იქნება განხილული.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი