Jobs.GE



დასახელება: ჭურჭლის მრეცხავი
მომწოდებელი: გუდვილი
გამოქვეყნდა: 7 ნოე / ბოლო ვადა: 7 დეკ

"გალერია თბილისში" "გუდვილის" ახალი ობიექტის გახსნასთან დაკავშირებით, "გუდვილი" აცხადებს ვაკანსიას ჭურჭლის მრეცხავის პოზიციაზე.

პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი, მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრი "გალერია თბილისი".

ძირითადი მოვალეობები:

** ჭურჭლის დასუფთავება და მოწესრიგება
** სანიტარული მოწყობილობების დეზინფიცირება
** დაწესებული სანიტარულ-ჰიგიენური წესების დაცვა
** ხანძარსაწინააღმდეგო და ტექნიკის უსაფრთხოების წესების დაცვა.

მოთხოვნები:

** ორგანიზებულობა და დისციპლინა;
** გუნდში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: vacancy@goodwill.ge და სათაურის ველში მიუთითოთ "ჭურჭლის მრეცხავი", წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი