Jobs.GE



დასახელება: ხარისხის სამსახურის სპეციალისტი
მომწოდებელი: მარშე
გამოქვეყნდა: 7 ნოე / ბოლო ვადა: 21 ნოე

კომპანია "მარშე" 2012 წლიდან გამოჩნდა ქართული წარმოების ბაზარზე. "მარშეს" წარმოება ქართველ მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის 2200-მდე დასახელების პროდუქტს სთავაზობს შემდეგი 4 კატეგორიიდან: ნახევარფაბრიკატები, თევზის პროდუქტები, პურ-ფუნთუშეული, ძეხვეული. კომპანიის მთავარი ამოცანაა მომხმარებლისთვის საუკეთესო ხარისხის უზრუნველყოფა, მათთვის ახალი და მრავალფეროვანი პროდუქციის, პროექტისა და სერვისის შეთავაზება, ხოლო თანამშრომელთათვის საუკეთესო სამუშაო გარემოს შექმნა.
ჩვენ პატივს ვცემთ და თანაბარ შესაძლებლობებს ვაძლევთ ყველა თანამშრომელს განუსხვავებლად მათი ასაკისა, სქესისა და ეთნიკური წარმომავლობისა.

"მარშე" აცხადებს ვაკანსიას ხარისხის სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული
პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი, თორნიკე ერისთავის 5 (სანზონა)

ძირითადი მოვალეობები:

** შემოსული ნედლეულის და კვების პროდუქტების ორგანოლეპტიკური და ლაბორატორიული კონტროლი;
** წარმოების და დასაწყობების პროცესების სტანდარტებისა კონტროლი;
** პერსონალის პირადი ჰიგიენის შემოწმება;
** HACCP-ის გეგმების შესაბამისად CCP-ების კონტროლი და ჩანაწერების წარმოება;
** სურსათის უვნებლობის, ხარისხის შემოწმება და დაფიქსირება.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება კვების მრეწველობის სფეროში (კვების ტექნოლოგი, ბიოლოგი, ვეტ-ქიმი);
** მისაღებია დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა სავალდებულოა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** დროის ეფექტურად გადანაწილების შესაძლებლობა;
** ორგანიზებულობა და დისციპლინა;
** გუნდური მუშაობის უნარი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@marshe.ge და სათაურის ველში მიუთითეთ "ხარისხის სამსახურის სპეციალისტის" წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 21 ნოემბერი 2017 წელი, 00:00 საათი. დაგვიანებით შემოსული განაცხადები არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი