Jobs.GE



დასახელება: უფროსი მზარეული
მომწოდებელი: გუდვილი
გამოქვეყნდა: 7 ნოე / ბოლო ვადა: 7 დეკ

"გალერია თბილისში" "გუდვილის" ახალი ობიექტის გახსნასთან დაკავშირებით, "გუდვილი" აცხადებს ვაკანსიას უფროსი მზარეულის პოზიციაზე.

პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი, მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრი "გალერია თბილისი".

ძირითადი მოვალეობები:

** საამქროს გამართულად მუშაობაში ჩართულობა;
** ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
** მოსამზადებელი კერძების განსაზღვრა დღის გეგმის შესაბამისად;
** საჭირო რაოდენობის საკვები პროდუქტების აწონვა და მომარაგება არსებული დღის გეგმის შესაბამისად;
** საკვები პროდუქტების გამოყენება არსებული კერძის ტექნოლოგიური ბარათის შესაბამისად;
** კერძისთვის საჭირო ინგრედიენტების შემოწმება ხარისხის დონის განსასაზღვრად;
** მიღებული კერძის შესაბამისობის განსაზღვრა გამოყენებულ ნედლეულთან;
** მიღებული შეკვეთის ვადებში შესრულების კონტროლი;
** დაქვემდებარებულ თანამშრომლების შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი/შეფასება;
** საამქროს სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა.

მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 3 წელი;
** ორგანიზებულობა და დისციპლინა;
** გუნდში მუშაობის უნარი.

კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს, გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს: გასაუბრება არმ სამსახურსა და უშუალო ხელმძღვანელთან.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: vacancy@goodwill.ge და სათაურის ველში მიუთითოთ "უფროსი მზარეული", წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი