Jobs.GE



დასახელება: მცხობელი
მომწოდებელი: გუდვილი
გამოქვეყნდა: 7 ნოე / ბოლო ვადა: 7 დეკ

"გალერია თბილისში" "გუდვილის" ახალი ობიექტის გახსნასთან დაკავშირებით, "გუდვილი" აცხადებს ვაკანსიას მცხობელის პოზიციაზე.

პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი, მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრი "გალერია თბილისი".

ძირითადი მოვალეობები:

** ტექნოლოგიური ბარათის შესაბამისად პროდუქტის ფორმირება
** პროდუქტის დანადგარით დამუშავება
** პროდუქტის რაოდენობის კონტროლი
** სამუშაო მაგიდის, ხელსაწყოების მოწესრიგება, ჰიგიენური ნორმების დაცვა.

მოთხოვნა: მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მცხობელის პოზიციაზე.

კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს, გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს: გასაუბრება ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის წარმომადგენელთან და წარმოების ხელმძღვანელთან.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: vacancy@goodwill.ge და სათაურის ველში მიუთითოთ "მცხობელი", წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი