Jobs.GE



დასახელება: მზარეული
მომწოდებელი: გუდვილი
გამოქვეყნდა: 7 ნოე / ბოლო ვადა: 7 დეკ

"გალერია თბილისში" "გუდვილის" ახალი ობიექტის გახსნასთან დაკავშირებით, "გუდვილი" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.

პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი, მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრი "გალერია თბილისი".

ძირითადი მოვალეობები:

** სტანდარტებისა და ტექნოლოგიური ბარათების მიხედვით კერძების მომზადება;
** კერძის მომზადებისას დადგენილი კალკულაციების დაცვა;
** კულინარიული პროდუქციის ხარისხის კონტროლი;
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა.

მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 2 წელი (უპირატესობად ჩაითვლება სამუშაო გამოცდილება ამ სფეროში);
** ორგანიზებულობა და დისციპლინა;
** გუნდში მუშაობის უნარი.

კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს, გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს: გასაუბრება არმ სამსახურსა და უშუალო ხელმძღვანელთან.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: vacancy@goodwill.ge და სათაურის ველში მიუთითოთ "მზარეული", წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი