Jobs.GE



დასახელება: ქოლ-ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: პრობლემური სესხების კომპანია
გამოქვეყნდა: 7 ნოე / ბოლო ვადა: 7 დეკ

პრობლემური სესხების კომპანია იწვევს მსურველებს ქოლ-ცენტრის ოპერატორის ვაკანსიაზე, შემდგომში დაწინაურების პერსპექტივით.

სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:00
ანაზღაურება: ფიქსირებული და ასევე ბონუსური (წარჩინებულ თანამშრომლებზე გათვალისწინებულია დამატებითი წამახალისებელი ბონუსები)

სამუშაოს აღწერილობა:

** პრობლემური აქტივების მართვა;
** მონაცემთა ბაზიდან ინფორმაციის ანალიზი და დამუშავება;
** პრობლემურ მსესხებლებთან ურთიერთობა, მათი მოძიება საერთო ბაზებში, მათთან მოლაპარაკების წარმოება, ვალდებულების დაფარვის უზრუნველყოფა;
** პორტფელის სისტემური მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი (არასრული) განათლება (სასურველია იურიდიული ან ეკონომიკური განხრით)
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel)
** სასურველია პრობლემური სასესხო აქტივების მართვის გამოცდილება.

აუცილებელი უნარები:

** ორგანიზებულობა, სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** სხარტი, ლოგიკური, ანალიტიკური აზროვნება და ინტუიცია;
** პრინციპულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მიზანდასახულობა და განვითარების სურვილი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: tl.plmcompany@mail.ru და აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი