Jobs.GE



დასახელება: საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
მომწოდებელი: ტერაბანკი
გამოქვეყნდა: 7 ნოე / ბოლო ვადა: 24 ნოე

სს "ტერაბანკი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია- მოვალეობები:

** ბანკის პიარ და CSR სტრატეგიის შემუშავება/შესრულება
** მედიასთან ურთიერთობა
** ბანკის კლიენტებთან და პარტნიორებთან ურთიერთობა
** შიდა და გარე პიარის მენეჯმენტი
** ღონისძიებების მენეჯმენტი (პრესკონფერენცია, ბრიფინგი, შიდა და გარე აქტივობა)
** პიარ ქონთენთის მომზადება (პრესრელიზები, სტატიები, ტექსტობრივი ნაწილი)
** სარეკლამო კამპანიებში ჩართულობა
** შიდა და გარე კომუნიკაცია ბანკის პროდუქტებსა და პროექტებზე
** კრიზისული პიარის მენეჯმენტი
** მედია მონიტორინგი და რეპორტინგი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები (განათლება, კვალიფიკაცია):

** უმაღლესი განათლება საზოგადოებასთან ურთიერთობაში ან ჟურნალისტიკაში
** საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე მინიმუმ ორწლიანი მუშაობის გამოცდილება
** აუცილებელია ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა
** სასურველია რუსული ენის ცოდნა

დამატებითი მოთხოვნები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** ქართულად და ინგლისურად წერილობითი გადმოცემის კარგი უნარი
** კრეატიული აზროვნება
** შედეგებზე ორიენტირება
** დეტალებზე ორიენტირება
** გუნდური მუშაობის უნარი
** კონკურსი ჩატარდება ინტერვიუს სახით.

დაინტერესებულმა პირებმა 2017 წლის 24 ნოემბრამდე (18:00 სთ-მდე) უნდა გამოაგზავნონ CV მისამართზე: career@terabank.ge

აპლიკანტების საყურადღებოდ: გთხოვთ, მიუთითოთ პოზიცია, ​რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

გასაუბრებისათვის მოწვეული იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემული ვაკანსიის მოთხოვნებს. სატელეფონო ზარები არ მიიღება.

გისურვებთ წარმატებას!



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი