Jobs.GE



დასახელება: ტექნიკური განყოფილების უფროსი
მომწოდებელი: ნოვა ტექნოლოჯი
გამოქვეყნდა: 7 ნოე / ბოლო ვადა: 30 ნოე

სს "ნოვა ტექნოლოჯი" 2007 წლიდან ნერგავს და ავითარებს სწრაფი გადახდების ბიზნესს ქართულ ბაზარზე. კომპანია ყოველდღიურად ემსახურება 350 000 - მდე მომხმარებელს 6500 - მდე მომსახურების წერტილიდან. შემოუერთდი სწრაფად განვითარებად ბიზნესს და მიაღწიე წარმატებას ჩვენს გუნდთან ერთად.

სს "ნოვა ტექნოლოჯი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური განყოფილების უფროსის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობების აღწერა:

** განყოფილებაში შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მართვა
** ტერმინალების ქსელის ტექნიკური მართვის და განვითარების კონტროლი
** ქსელის ტექნიკური მომსახურების პროცესის კონტროლი
** ტექნიკური პრობლემების ანალიზი
** ქსელის ტექ. მხარდაჭერისთვის გაწეული ხარჯების დაგეგმარება და ანალიზი
** ქსელის ტექ. მხარდაჭერისთვის საჭირო მარაგების მართვის პროცესის კონტროლი
** ტექნიკური განახლებების და ახალი მოწყობილობების საჭიროების განსაზღვრა
** ახალი მიმართულებების და ინოვაციების დანერგვა
** განყოფილებაში არსებული სხვა მნიშვნელოვანი პროცესების მართვა
** რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის მიმართულებით)
** საშუალო რგოლის მენჯმენტში მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 2 წელი (სასურველია ტექნიკური მიმართულებით)
** უცხო ენები: ინგლისური და რუსული (აუცილებელია)

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაციის უნარი
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
** საქმის და დროის სწორად განაწილების უნარი;
** პასუხისმგებლობა და დისციპლინირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ინიციატივის გამოჩენის უნარი;

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
** იმუშავოთ ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოში;
** განვითარდეთ პროფესიულად და მოახდინოთ თვითრეალიზაცია.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@novatech.ge "subject"-ის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 2017 წლის 30 ნოემბერი

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ სს "ნოვა ტექნოლოჯი"-მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონეცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.

გისურვებთ წარმატებებს!



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი