Jobs.GE



დასახელება: ინტერიერისა და ავეჯის დიზაინერი - ბათუმი
მომწოდებელი: ავეჯის მაღაზია გლორია
გამოქვეყნდა: 7 ნოე / ბოლო ვადა: 7 დეკ

ავეჯის მწარმოებელი კომპანია "გლორია" აცხადებს ვაკანსიას ინტერიერისა და ავეჯის დიზაინერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ბათუმი
სამუშაო განაკვეთი: სრული/არასრული

ძირითადი მოთხოვნები:

** პროგრამების ცოდნა: Auto cad, 3d max, Corel Draw, Illustrator, Photoshop.
** ბეჭდვითი და ელექტრონული მასალების დიზაინის მომზადება და კორექტირება;
** ავეჯის ესკიზების შექმნა რეალური მასალებით.
** 3D მოდელირება და ვიზუალიზაცია
** სხვა სახის სადიზაინო სამუშოების ჩატარება.

დამატებითი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება დიზაინის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
** მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** ქართულად გამართულად მეტყველების და წერის უნარი;
** ინგლისური და თურქული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** წინასწარ გაწერილ ვადებში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** კრეატიული და სხარტი აზროვნება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ენერგიული და შრომისმოყვარე.

კანდიდატის ანაზღაურება განსაზღვრული იქნება მისი გამოცდილებიდან გამომდინარე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და პორტფოლიო ელ-ფოსტით, შემდეგ მისამართზე: info@gloryafurniture.com და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი