Jobs.GE



დასახელება: სერვისის მარაგების მართვის სპეციალისტი
მომწოდებელი: ქებული კლიმატი
გამოქვეყნდა: 7 ნოე / ბოლო ვადა: 7 დეკ

კომპანია "ქებული კლიმატი" გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის და წყალმომარაგების სისტემების უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. პროდუქციის ფართო ასორტიმენტით კომპანია სტაბილურად ლიდერობს ბაზარზე. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა მომხმარებელი მრავალფეროვანი არჩევანითა და უმაღლესი სტანდარტის მომსახურებით უზრუნველვყოთ.

კომპანია "ქებული კლიმატი" აცხადებს ვაკანსიას სერვისის მარაგების მართვის სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სათადარიგო ნაწილების მოძიება-შეკვეთა;
** არსებული პროდუქციის პროგრამული აღრიცხვა (პერიოდული ინვენტარიზაცია);
** სერვისში არსებული ინსტრუმენტების გაცემა-კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (1C პროგრამის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** უცხო ენების (ინგლისური და რუსული) ფლობა;

საჭირო უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: vacancy@qebuli.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება; წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი