Jobs.GE



დასახელება: გაყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: ქებული კლიმატი
გამოქვეყნდა: 7 ნოე / ბოლო ვადა: 7 დეკ

კომპანია "ქებული კლიმატი" გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის და წყალმომარაგების სისტემების უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. პროდუქციის ფართო ასორტიმენტით კომპანია სტაბილურად ლიდერობს ბაზარზე. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა მომხმარებელი მრავალფეროვანი არჩევანითა და უმაღლესი სტანდარტის მომსახურებით უზრუნველვყოთ.

კომპანია "ქებული კლიმატი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის მახასიათებლების შესწავლა/ცოდნა;
** მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურებისა და კონსულტაციის გაწევა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (1C სასურველია);
** უცხო ენების (ინგლისური და რუსული) ფლობა;

საჭირო უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პრეზენტაბელურობა;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: vacancy@qebuli.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება; წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება

გისურვებთ წარმატებებს!



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი