Jobs.GE



დასახელება: ქოლ-ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: ამბოლი
გამოქვეყნდა: 10 ნოე / ბოლო ვადა: 30 ნოე
თანდართული ფაილი: 157770-amboli-app.zip

"ამბოლი" დაარსდა 2003 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში ავტომობილის ფარების, ალუმინის დისკებისა და აქსესუარების ბაზარზე ლიდერ კომპანიად. დიდი არჩევანი, მაქსიმალურად კონკურენტუნარიანი ფასები და პროდუქტისა და მომსახურების მაღალი ხარისხი ის პრიორიტეტებია, რომელთა გაუმჯობესებაზე კომპანია მუდმივად ზრუნავს.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: http://www.amboli.ge | http://www.facebook.com/amboli.ge

კომპანია "ამბოლი" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** კომპიუტერის საოფისე პროგრამების ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

** გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;
** მოსმენისა და დარწმუნების უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** მიზანდასახულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მშვიდი და გაწონასწორებული;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ერთდროულად რამდენიმე საქმის შესრულების უნარი;
** სტრესის ამტანობა;
** სამუშაოს დაგეგმვის, კოორდინაციის, ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ჯგუფურად და ინდივიდუალურად მუშაობის უნარი.

ძირითადი მოვალეობები:

** სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით პოტენციურ მომხმარებელთათვის პროდუქციის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
** პოტენციური მომხმარებლების ინტერესების დადგენა და შეთავაზებული პროდუქტით დაინტერესება.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00;
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი;
** კომფორტული სამუშაო გარემო;
** დაზღვევა.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 30 ნოემბერი, 2017 წ.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხილეთ დანართი) გამოაგზავნოთ ელ-ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancy@motorstar.ge და სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

ყურადღება! განიხილება მხოლოდ სრულყოფილად შევსებული სააპლიკაციო ფორმა ფოტოსურათით.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი