Jobs.GE



დასახელება: აზერბაიჯანულენოვანი გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: ამბოლი
გამოქვეყნდა: 10 ნოე / განახლდა: 10 ნოე / ბოლო ვადა: 30 ნოე
თანდართული ფაილი: 157766-amboli-app.zip

"ამბოლი" დაარსდა 2003 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში ავტომობილის ფარების, ალუმინის დისკებისა და აქსესუარების ბაზარზე ლიდერ კომპანიად. დიდი არჩევანი, მაქსიმალურად კონკურენტუნარიანი ფასები და პროდუქტისა და მომსახურების მაღალი ხარისხი ის პრიორიტეტებია, რომელთა გაუმჯობესებაზე კომპანია მუდმივად ზრუნავს.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: http://www.amboli.ge | http://www.facebook.com/amboli.ge

კომპანია "ამბოლი" აცხადებს ვაკანსიას აზერბაიჯანულენოვანი გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

** ქართული და აზერბაიჯანული ენების სრულყოფილად ცოდნა;
** კომპიუტერის საოფისე პროგრამების ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

** გამართული წერილობითი კომუნიკაციის უნარი
** ენერგიული და კომუნიკაბელური
** უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობით
** პუნქტუალური და მოწესრიგებული, უაღრესად დისციპლინირებული
** შეთავაზებისა და კლიენტის დარწმუნების უნარი
** აზრის მკაფიოდ ჩამოყალიბებისა და გადმოცემის უნარი
** მოსმენის უნარი
** კეთილგანწყობა კლიენტისა და მისი პრობლემის მიმართ
** მკაფიო და გამართული მეტყველების უნარი
** სიახლეების ადვილად ათვისების უნარი
** ექსტრემალურ სიტუაციებში რაციონალური გადაწყვეტილების მიღების უნარი
** სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი
** გაწონასწორებული და მშვიდი

ძირითადი მოვალეობები:

** გაყიდვების განხორციელება
** პროდუქტის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგად შესწავლა
** სატელეფონო და ზეპირი კონსულტაციის გაწევა
** მაღაზიაში პროდუქციის სათანადოდ განლაგება
** მაქსიმალური ძალისხმევა გაყიდვების ზრდის ხელშეწყობისთვის

სამუშაო პირობები:

** გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე. დასვენების დღის შერჩევა სურვილისამებრ, მოქნილად.
** ანაზღაურება: 700 ლარი ფიქსირებული ხელზე + ბონუსი.
** დაზღვევა.
** დაწინაურების პერსპექტივა.
** კომფორტული სამუშაო გარემო.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 30 ნოემბერი, 2017 წ.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხილეთ დანართი) გამოაგზავნოთ ელ-ფოსტის შემდეგ მისამართზე: konsultant@motorstar.ge
სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

ყურადღება! განიხილება მხოლოდ სრულყოფილად შევსებული სააპლიკაციო ფორმა ფოტოსურათით.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი