Jobs.GE



დასახელება: მიმტანი - ბაკურიანი
მომწოდებელი: სასტუმრო კრისტალი
გამოქვეყნდა: 7 ნოე / ბოლო ვადა: 20 ნოე

სასტუმროების ქსელი "კრისტალი" აერთიანებს 3 და 4 ვარსკვლავიან სასტუმროებს, ვილების კომპლექსებს, სპა ცენტრს ბაკურიანში.

"კრისტალი" გამოირჩევა ხარისხზე და განვითარებაზე ორიენტულობით, მუდმივად ზრუნავს თანამშრომლების პროფესიულ ზრდასა და კეთილდღეობაზე.

სასტუმრო "კრისტალი" 4* აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე სამუშაოდ.

მდებარეობა: ბაკურიანი
ასაკი: 22- დან 35 წლამდე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება - მინიმუმ 3 წელი;
** ევროპული და ქართული კერძების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** მომსახურების სტანდარტების ცოდნა.

ფუნქცია მოვალეობები:

** შემოსული სტუმრების თავისუფალ ადგილამდე მიცილება;
** მენიუს შეთავაზება, არსებული კერძებისა და სასმელების შესახებ ინფორმირება, მისი მომზადების წესისა და შემადგენლობის შესახებ;
** ღვინის სახეობების ზედმიწევნით ცოდნა;
** ეტიკეტის ნორმებისა და სიახლეების ცოდნა;
** შეკვეთის მიღება, ანგარიშის გახსნა და დროულად მომსახურების უზრუნველყოფა;
** მაგიდის გაწყობა, სერვისის დალაგება;
** ჰიგიენური სტანდარტების დაცვა;
** სასიამოვნო და დადებითი გარემოს შექმნა სტუმრისათვის;
** გუნდის წევრების მხარდაჭერა;

პიროვნული თვისებები:

** გამართული მეტყველება;
** სასიამოვნო გარეგნობა;
** კომუნიკაბელურობა, თავაზიანობა;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობა: სრული განაკვეთი
დამატებითი სარგებელი: კომპანია უზრუნველყოფს მომუშავე პერსონალს ტრანსპორტირებით და კვებით.

დაინტერესებულმა პირებმაგთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი მონაცემები შემდეგ მისამართზე: hr@hotelcrystal.ge ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 20 ნოემბერი.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი