Jobs.GE



დასახელება: ტენდერი ბრენდირებული შეზლონგების შესყიდვაზე
მომწოდებელი: ლომისი - ლუდსახარში ნატახტარი
გამოქვეყნდა: 7 ნოე / ბოლო ვადა: 20 ნოე
თანდართული ფაილი: 157733-lomisi-tender-canvaschairs.zip

ს.ს. "ლომისი"/ლუდსახარში "ნატახტარი" აცხადებს ტენდერს:

ა) ნომრით #-EF-GE/ 350
ბ) დანიშნულება: ნატახტარის შეზლონგების შესყიდვა (550 ცალი)

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:

** ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
** ლოგო
** ტექნიკური ნახაზი, დიზაინი.

დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:

** შევსებული და ხელმოწერილი ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
** ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
** პროდუქტის ხელმოწერილი სპეციფიკაცია.

ტენდერის პირობები:

** ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.);
** მოთხოვნილი საქონელი მოწოდებული უნდა იქნას 2018 წლის თებერვლის ბოლომდე.
** აუცილებელია ნიმუშის წარდგენა ლუდსახარშ "ნატახტარში", მცხეთის რაიონი, სოფელი ნატახტარი.
** გადახდის პირობები: საქონლის მოწოდებიდან 120 დღე.

გთხოვთ, დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

** თქვენი კომპანიის დასახელება;
** საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
** ტენდერის დასახელება;
** მიმღები განყოფილების დასახელება: "შესყიდვების დეპარტამენტი";
** წარწერა: "კონფიდენციალურია";
** გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.

სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: მცხეთის რაიონი, სოფ. ნატახტარი, ლუდსახარში "ნატახტარი"

შემოთავაზების მიღება იწყება: 06.11.2017, 18:00
შემოთავაზების მიღება მთავრდება: 20.11.2017, 18:00.

შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.

ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ, წერილობით მიმართოთ:

თეკლა ნოზაძე
შესყიდვების დეპარტამენტი
ს.ს. "ლომისი", ლუდსახარში "ნატახტარი"
სათაო ოფისი, სოფ. ნატახტარი
ტელ.: (+99532) 180797
ელფოსტა: tenders@ge.anadoluefes.com



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი