Jobs.GE



დასახელება: საგრანტო კონკურსი სასოფლო კოოპერატივების მხარდასაჭერად
მომწოდებელი: გაეროს განვითარების პროგრამა
გამოქვეყნდა: 6 ნოე / ბოლო ვადა: 20 ნოე
თანდართული ფაილი: 157702-undp-grant-coop.zip

გაეროს განვითარების პროგრამა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ერთობლივი პროექტის "მდგრადი სოფლის მეურნეობა აჭარაში" ფარგლებში, აცხადებენ საგრანტო კონკურსს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების მხარდასაჭერად.

საგრანტო კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს მოგებაზე ორიენტირებული ფერმერთა ჯგუფების და კოოპერატივების პოპულარიზაციას და მისცეს მათ შესაძლებლობა, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით გაზარდონ წარმოებული პროდუქციის ხარისხი და რაოდენობა.

აღნიშნული საგრანტო კონკურსის განაცხადის ფორმები იხილეთ დანართის სახით, ან შეგიძლიათ მიიღეთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროში, შემდეგ მისამართებზე: ქ. ბათუმი, კომახიძის ქუჩა 119.

განაცხადის მიღება იწარმოებს 2017 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით, შემდეგ მისამართებზე:

გაეროს განვითარების პროგრამის აჭარის პროექტის ოფისი
მის.: ქ. ბათუმი, ვახტანგ გორგასლის ქუჩა 52

აჭარის არ სოფლის მეურნეობის სამინისტრო
მის.: ბათუმი, კომახიძის ქუჩა 119



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი