Jobs.GE



დასახელება: კონსულტანტი - ქუთაისი
მომწოდებელი: ნიკორა ტრეიდი
გამოქვეყნდა: 6 ნოე / ბოლო ვადა: 20 ნოე

კომპანია "ნიკორა" 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა და 19 წელზე მეტია საქართველოს ბაზარზე კვების მრეწველობის მიმართულებით უცვლელი ლიდერია. ჰოლდინგი ცამეტი შვილობილი კომპანიისგან შედგება, რომლებიც უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებით და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით, მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობენ; როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული, ღვინო. კომპანიას ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო და მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით, საკალმაზე მეურნეობა, მწყრის ფერმა. "ნიკორა" არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასემელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში.

კომპანია "ნიკორა" მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანიაა, რომლის პრიორიტეტებია: მომხმარებლისათვის გაწეული მაღალი ხარისხის მომსახურება, მრავალფეროვანი და უმაღლესი ხარისხის პროდუქციის ასორტიმენტი.

"ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი საუკეთესო დამსაქმებელია. ამჟამად ჰოლდინგში 4000-მდე თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება.

სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე: http://www.nikora.ge

კომპანია "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე ქუთაისში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლის თავაზიანი დახვედრა და პროდუქტის შერჩევაში დახმარების გაწევა;
** პროდუქციასთან დაკავშირებით, მომხმარებლისთვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა;
** მაღაზიის დარბაზში პროდუქციის განაწილება და მოწესრიგება;
** წარმოდგენილი პროდუქციის ვადების კონტროლი;
** პროდუქციის ინვენტარიზაციის პროცესშიმონაწილეობა.

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა

საკვალიფიკაციომოთხოვნები:

** კომუნიკაბელური;
** პუნქტუალური;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის უნარი.

გთხოვთ, 2017 წლის 20 ნოემბრამდე გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: nlolua@nikoratrade.ge



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი