Jobs.GE



დასახელება: საწყობის აღრიცხვის ოპერატორი
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 6 ნოე / ბოლო ვადა: 30 ნოე

ჰოლდინგური კომპანია "თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის აღრიცხვის ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მიღებული პროდუქციის აღრიცხვა, პროგრამაში ასახვა, დოკუმენტაციასთან შესაბამისობის კონტროლი;
** შეკვეთილი პროდუქციის გაცემა, აღრიცხვა, პროგრამული ასახვა და დოკუმენტაციის სისწორის კონტროლი;
** პროდუქციის დასაწყობებასთან დაკავშირებულ პროცესებში მონაწილეობა;
** პროგრამაში ნაშთების კონტროლი და შესაბამისი შეკვეთების განხორციელდება;
** შესყიდვების წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება.
** MS Office - პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** ორგანიზების და დაგეგმვის უნარი
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** დროის ეფექტური მართვის უნარი
** გუნდში მუშაობის უნარი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: vacancy@tegetamotors.ge 2017 წლის 30 ნოემბრამდე.

გაცნობებთ, რომ შევსებული ანკეტა ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 10 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი