Jobs.GE



დასახელება: ელექტრო-მექანიკოსი
მომწოდებელი: ნიკორა
გამოქვეყნდა: 6 ნოე / ბოლო ვადა: 30 ნოე

კომპანია "ნიკორა" 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა და 19 წელზე მეტია საქართველოს ბაზარზე კვების მრეწველობის მიმართულებით უცვლელი ლიდერია. დღეს-დღეობით ნიკორა წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელის აერთიანებს თორმეტ შვილობილ კომპანიას. ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები, უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებით და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით, მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობენ; როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული, ღვინო. კომპანიას ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო, ასევე მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. "ნიკორა" არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში, რომლის პრიორიტეტებია: მრავალფეროვანი და უმაღლესი ხარისხის პროდუქციის ასორტიმენტი.

"ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი საუკეთესო დამსაქმებელია. ამჟამად ჰოლდინგში 4100-მდე თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება.

სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე: http://www.nikora.ge

სს "ნიკორას" შვილობილი კომპანია - შპს "ნიკორა" აცხადებს ვაკანსიას ელექტრო-მექანიკოსის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** წარმოებაში არსებული მანქანა-დანადგარების შემოწმება და გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** დანადგარების შიდა ელექტროგაყვანილობების შემოწმება;
** დანადგარის გაუმართაობის შემთხვევაში, დიაგნოსტიკა და კომპეტენციის ფარგლებში პრობლების აღმოფხვრის უზრუნველყოფა.

ძირითადი მოთხოვნები:

** ტექნიკური განათლება (ელექტრო-მექანიკოსის კვალიფიკაციით);
** ტექნიკურ დანადგარებთან მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ელექტროსქემებისა და ნახაზების წაკითხვის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
** პუნქტუალურობა;
** დისციპლინირებულობა;
** კომუნიკაბელურობა.

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: jobs@nikora.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ შპს "ნიკორამ" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით, შემდგომი გამოყენებისთვის.

განაცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2017 წლის 30 ნოემბერი.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი