Jobs.GE



დასახელება: ბეტონის მიქსერის მძღოლი - ფოთი
მომწოდებელი: პრაიმ ბეტონი
გამოქვეყნდა: 6 ნოე / ბოლო ვადა: 6 დეკ

სამშენებლო კომპანიას "პრაიმ ბეტონი" ესაჭიროება ბეტონის მიქსერის მძღოლი.

"პრაიმ ბეტონი" არის დაზღვეული სამოქალაქო კონტრაქტორი, რომელსაც აქვს ფილიალები თბილისსა და ფოთში და ჩართულია სამშენებლო სფეროს მომსახურებებში. ჩვენი მომსახურება მოიცავს მთლიანი პროექტების მართვას, მიწის სამუშაოებს, მონოლითური ბეტონის სამუშაოებს, ფოლადის კონსტრუქციების მონტაჟს, ასევე ბეტონისა და ინერტული მასალის წარმოებასა და მიწოდებას.

იხილეთ ლინკი: www.primeconcrete.ge

სამუშაო განაკვეთი: სრული
პოზიციის ადგილმდებარეობა: ქ. ფოთი
პოზიციის სახელფასო ზღვარი: 800-1000 ლარი

სამუშაოს აღწერილობა:

** ბეტონის მიქსერის ოპერირება
** ტექნიკის შემოწმება/შეპოხვა
** საჭიროების შემთხვევაში მიბარებულ ტექნიკაზე მცირედი სარემონტო სამუშაოების შესრულება
** ბეტონთან მუშაობა
** კომპეტენციის ფარგლებში წარმოების მენეჯერის დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** C კატეგორიის მართვის მოწმობა
** მსგავ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** ტექნიკის უსაფრთხოდ მართვის უნარი
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@primeconcrete.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი