Jobs.GE



დასახელება: გრეიდერის ოპერატორი - ფოთი
მომწოდებელი: პრაიმ ბეტონი
გამოქვეყნდა: 6 ნოე / ბოლო ვადა: 6 დეკ

სამშენებლო კომპანია "პრაიმ ბეტონი" ეძებს კადრს გრეიდერის ოპერატორის პოზიციაზე.

"პრაიმ ბეტონი" არის დაზღვეული სამოქალაქო კონტრაქტორი, რომელსაც აქვს ფილიალები თბილისსა და ფოთში და ჩართულია სამშენებლო სფეროს მომსახურებებში. ჩვენი მომსახურება მოიცავს მთლიანი პროექტების მართვას, მიწის სამუშაოებს, მონოლითური ბეტონის სამუშაოებს, ფოლადის კონსტრუქციების მონტაჟს, ასევე ბეტონისა და ინერტული მასალის წარმოებასა და მიწოდებას.

იხილეთ ლინკი: www.primeconcrete.ge

სამუშაო განაკვეთი: სრული
პოზიციის ადგილმდებარეობა: ქ. ფოთი
პოზიციის სახელფასო ზღვარი: 1000-1500 ლარი

სამუშაოს აღწერილობა:

** გრეიდერის ოპერირება
** ტექნიკის შემოწმება/შეპოხვა
** საჭიროების შემთხვევაში მიბარებულ ტექნიკაზე მცირედი სარემონტო სამუშაოების შესრულება
** გრუნტის სამუშაოების შესრულება
** კომპეტენციის ფარგლებში სამშენებლო პროექტის მენეჯერის დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** S კატეგორიის მართვის მოწმობა
** მსგავ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** ტექნიკის უსაფრთხოდ მართვის უნარი
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@primeconcrete.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი