Jobs.GE



დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი - გორი
მომწოდებელი: ნავნე
გამოქვეყნდა: 6 ნოე / ბოლო ვადა: 6 დეკ

კომპანია "ნავნე" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე და სამუშაოდ იხმობს მოტივირებულ და ენერგიულ მანდილოსნებს!

სამუშაო ადგილი: გორი
სამუშაო გრაფიკი: სრული

მოვალეობები:

** მომხმარებლის სწრაფი, ხარისხიანი და თავაზიანი მომსახურება;
** პროდუქციის გაყიდვებში აქტიური მონაწილეობის მიღება;
** კონსულტაციის გაწევა პროდუქციის ადგილმდებარეობის, ასორტიმენტისა და ხარისხობრივი მაჩვენებლების შესახებ;
** მომხმარებლის რაოდენობის ზრდისა და გეგმის შესრულების მიზნით სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობის მიღება;
** მომხმარებლისათვის დამატებითი მომსახურების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** სექციაში წესრიგისა და სისუფთავის დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ასაკი: 21 წლიდან
** აღნიშნულ პოზიციაზე მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება; (უპირატესობა მიენიჭება კანდიდატებს, რომლებსაც მუშაობის გამოცდილება აქვთ პარფიუმერიის ან ტანსაცმლის მაღაზიაში)
** აუცილებელია რუსული და აზერბაიჯანული ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პრეზენტაბელურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად, ელექტრონულ მისამართზე: HR@navne.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება და ადგილმდებარეობა "გაყიდვების კონსულტანტი გორში".

გისურვებთ წარმატებებს!



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი