Jobs.GE



დასახელება: სავაჭრო დარბაზის კონსულტანტი
მომწოდებელი: გუდვილი
გამოქვეყნდა: 3 ნოე / ბოლო ვადა: 3 დეკ

"გალერია თბილისში" "გუდვილის" ახალი ობიექტის გახსნასთან დაკავშირებით "გუდვილი" აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო დარბაზის კონსულტანტის პოზიციაზე

პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი, მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრი "გალერია თბილისი"
სამუშაო გრაფიკი: 6 საათიანი ცვლები

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის სარეალიზაციო პროდუქტის ირგვლივ კონსულტაციის გაწევა;
** პროდუქციის რეალიზებისთვის გამზადება: პროდუქციის ვადიანობის, ხარისხის, ანოტაციების, ფასმაჩვენებლების შემოწმება და კონტროლი;
** მის კომპეტენციაში შემავალ სექციაში პროდუქციის შევსების უზრუნველყოფა, სისუფთავისა და წესრიგის დაცვა;

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (მისაღებია დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც);
** სასურველია სამუშაო გამოცდილება სავაჭრო სფეროში;
** რუსული და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;

დამატებითი ინფორმაცია

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: hrg@goodwill.ge; სათაურის ველში მიუთითეთ "კონსულტანტი", წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი