Jobs.GE



დასახელება: სასტუმროს ვაკანსიები - ყაზბეგი
მომწოდებელი: Key Management Solutions
გამოქვეყნდა: 3 ნოე / ბოლო ვადა: 30 ნოე

ახალი, მაღალი კლასის სასტუმრო, რომელიც მდებარეობს ყაზბეგში და იხსნება დეკემბრის თვეში, აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ თანამდებობებზე:

1. მიღება-განთავსების განყოფილების მენეჯერი

მოთხოვნები:

მიღება-განთავსების სფეროს საფუძვლიანი ცოდნა. საერთაშორისო კლასის სასტუმროს რეცეფციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება. სტუმრის რეგისტრაციის და სასტუმროდან გაწერის წესების ზედმიწევნით კარგად ცოდნა. სტუმართან დაკავშირებული პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი და გუნდის გაძღოლის უნარი. კანდიდატს ასევე მოეთხოვება ინფორმაციულ ტექნოლოგიების და კომუნიკაციის უნარების გამართულად ფლობა ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე.

2. რეცეფციის თანამშრომელი

მოთხოვნები:

აუცილებელია კარგი კომუნიკაციის უნარი, სტუმართან ურთიერთობის წესების ცოდნა, ტელეფონზე და პირდაპირ საუბრისას თავაზიანი და სწრაფი მომსახურების უზრუნველყოფა. სტუმრის რეგისტრაციის და სასტუმროდან გაწერის წესების ცოდნა. კანდიდატს ასევე მოეთხოვება ინფორმაციული ტექნოლოგიების და კომუნიკაციის უნარების გამართულად ფლობა ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე.

3. გაყიდვების სამსახურის აღმასრულებელი

მოთხოვნები:

აუცილებელია სასტუმროს რეზერვაციის და გაყიდვების სფეროს გამოცდილება, ნომრის კატეგორიების და ფასების ზედმიწევნით კარგად ცოდნა, სასტუმროს გაყიდვების ბიუჯეტის შედგენის და სათანადო განხორციელების უნარი, ნომრების და კვების ობიექტების სათანადო პრეზენტაციის და შეთავაზების უნარი, პარტნიორებთან ურთიერთობის სტრატეგიის ცოდნა. სასტუმროს რეზერვაციის ან გაყიდვების სამსახურში მუშაობის გამოცდილება. შეთავაზებების და პაკეტების მომზადების გამოცდილება. კანდიდატს ასევე მოეთხოვება ინფორმაციული ტექნოლოგიების და კომუნიკაციის უნარების გამართულად ფლობა ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე.

4. რესტორნის სუპერვაიზერი

მოთხოვნები:

აუცილებელია კვებისა და სასმელების სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება. კანდიდატმა უნდა იცოდეს სასმელების და კერძების თავსებადობის წესები. კანდიდატს ასევე უნდა შეეძლოს სტუმართან დაკავშირებული პრობლემური სიტუაციების მართვა და გუნდის გაძღოლა. რესტორნის სუპერვაიზერს მოეთხოვება ინფორმაციული ტექნოლოგიების და კომუნიკაციის უნარების გამართულად ფლობა ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე.

5. შეფ მზარეული

მოთხოვნები:

აუცილებელია რესტორანში ან სასტუმროს კვების ობიექტში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება, ქართული და საერთაშორისო სამზარეულოს კერძების მომზადების კარგად ცოდნა. კერძების სათანადო პრეზენტაციის უნარი. კალკულაციების მომზადება. ორგანიზატორული უნარ-ჩვევები: კომუნიკაბელურობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, გუნდური მუშაობის, კონფლიქტური სიტუაციების გადალახვისა და 
სტრესულ ვითარებაში მუშაობის უნარი.

6. კონდიტერი

მოთხოვნები:

აუცილებელია რესტორანში ან სასტუმროს კვების ობიექტში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება, ქართული და საერთაშორისო სამზარეულოს დესერტებისა და პურ-ფუნთუშეულის მომზადების კარგად ცოდნა და მათი სათანადო პრეზენტაციის უნარი. ორგანიზატორული უნარ-ჩვევები, კომუნიკაბელურობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; დისციპლინირებულობა; 

გუნდური მუშაობის უნარი; 
კონფლიქტური სიტუაციების გადალახვის უნარი; 
სტრესულ ვითარებაში მუშაობის უნარი.

7. მზარეული

მოთხოვნები:

აუცილებელია რესტორანში ან სასტუმროს კვების ობიექტში მუშაობის გამოცდილება. ქართული (მცხობელი, მეხინკლე, მემწვადე-ყასაბი, მეხაჭაპურე) ან საერთაშორისო სამზარეულოს კერძების მომზადების კარგად ცოდნა. კერძების სათანადო პრეზენტაციის უნარი.

8. მიმტანი/ბარმენი

მოთხოვნები:

აუცილებელია კვებისა და სასმელების სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება, მენიუს ცოდნა, სასმელების ცოდნა, მომსახურების წესების ცოდნა კვების განსხვავებული მონაკვეთებისათვის (საუზმე, ლანჩი, სადილი), სადღესასწაულო ღონისძიების, წვეულების, ბანკეტის, დაბადების დღის, ქორწილის, მაღალი დონის მიღების, ოფიციალური სადილის ან ყავის/ჩაის შესვენების დროს სათანადო წესების დაცვით მომსახურება.

9. ჭურჭლის რეცხვის განყოფილების ზედამხედველი

მოთხოვნები:

აუცილებელია სასტუმროს ჭურჭლის რეცხვის განყოფილებაში მუშაობის გამოცდილება. ცვალებადი ტემპერატურის პირობებში მუშაობის უნარი. კანდიდატს ასევე მოეთხოვება სარეცხი და საწმენდი საშუალებების მოხმარების წესების ფლობა. მუშაობის პროცესში კანდიდატს მოუწევს სიმძიმეების აწევა და გადაადგილება.

10. ტექნიკური სამსახურის თანამშრომელი (ხელოსანი)

მოთხოვნები:

საჭიროა ფართო პროფილის ხელოსანი, რომელსაც შეუძლია ელექტროობის, სანტექნიკის, კონდიცირების და სადურგლო სამუშაოების ჩატარება, ან მიმდინარე გაუმართაობის შეკეთება. სასურველია სასტუმროს საინჟინრო განყოფილებაში მუშაობის გამოცდილება.

11. დაცვის თანამშრომელი

მოთხოვნები:

აუცილებელია დაცვის სამსახურში მუშაობის გამოცდილება, სახანძრო უსაფრთხოების და დაცვის სისტემების მოხმარების და მართვის გამოცდილება, კარგი ფიზიკური მომზადება.

12. დასუფთავების სუპერვაიზერი

მოთხოვნები:

აუცილებელია სასტუმროს დიასახლისად მუშაობის გამოცდილება. კანდიდატს ასევე მოეთხოვება სასტუმროს ნომრების, საზოგადოებრივი და სამუშაო ტერიტორიის დალაგება-დასუფთავების წესების საფუძვლიანი ცოდნა. სარეცხი და საწმენდი საშუალებების მოხმარების წესების ფლობა და გუნდისათვის სათანადო სწავლება. სამუშაოს შესასრულებლად საჭიროა კარგი ფიზიკური მომზადება, მოქნილობა და გამძლეობა.

13. დიასახლისი

მოთხოვნები:

აუცილებელია სასტუმროს ნომრების, საზოგადოებრივი და სამუშაო ტერიტორიის დალაგება-დასუფთავების წესების ცოდნა. სარეცხი და საწმენდი საშუალებების მოხმარების წესების ფლობა. კანდიდატს ასევე მოეთხოვება კარგი ფიზიკური მომზადება, მოქნილობა და გამძლეობა.

მხოლოდ იმ კანდიდატებმა, ვისაც აქვთ შესაბამისი გამოცდილება, გამოაგზავნეთ CV ელფოსტაზე: t.begiashvili@kmsgeorgia.ge და სათაურში გარკვევით მიუთითეთ, თუ რომელ ვაკანსიაზე აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 30 ნოემბერი.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი