Jobs.GE



დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი - გორი
მომწოდებელი: ბიბლუსი
გამოქვეყნდა: 3 ნოე / ბოლო ვადა: 24 ნოე

წიგნების მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე ქალაქ გორში.

კომპანიის არსებობის თითქმის 10 წლის მანძილზე "ბიბლუსმა" შეძლო შეექმნა, საქართველოში საგამომცემლო პროდუქტების ყველაზე ფართო სავაჭრო ქსელი, რომელიც აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს და სარგებლობს მრავალრიცხოვანი მომხმარებლის დამსახურებული ნდობით. დღეისათვის ქსელი მოიცავს 54 ფილიალს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ჩვენი მისიაა მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი საქართველოში წიგნის კითხვის პოპულარიზაციასა და ხელმისაწვდომობის ზრდას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებაში წიგნიერების დონის ამაღლებისა და, საზოგადოდ, ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის.

დაინტერესებული პირები რეზიუმეს ასატვირთად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: http://hr.palitra.ge/vacancy/0xa1d6c86000d1d82911e7c083486e35e1

განაცხადების მიღების ბოლო ვადა არის 2017 წლის 24 ნოემბერი.

გისურვებთ წარმატებას!



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი