Jobs.GE



დასახელება: სახელშეკრულებო სამართლის სერთიფიც. კურსი - თბილისი, ქუთაისი
მომწოდებელი: იურისტთა უმაღლესი სკოლა
გამოქვეყნდა: 3 ნოე / ბოლო ვადა: 3 დეკ

"საქართველოს იურისტთა უმაღლესი სკოლა" აცხადებს მიღებას სახელშეკრულებო სამართლის სერთიფიცირებულ კურსზე ქ. თბილისსა და ქ. ქუთაისში.

თემატიკა:

** ხელშეკრულების ცნება;
** ხელშეკრულების სუბიექტები - პირთა სიმრავლე ურთიერთობებში, უფლებაუნარიანობისა და ქმედუნარიანობის საკითხები, წარმომადგენლობის ინსტიტუტი;
** სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპი და მისი მოქმედების შეზღუდვის საფუძვლები;
** კონტრაჰირების იძულება;
** ხელშეკრულების ფორმის დადგენის მიზანი, კანონით ან ხელშეკრულების გათვალისწინებული დადგენილი ფორმის დაუცველობის სამართლებრივი შედეგები;
** ხელშეკრულების სტრუქტურა, მისი შედგენის წესი;
** ხელშეკრულების სახეები;
** ხელშეკრულების დადება - მოლაპარაკებების ეტაპი, წინარე ხელშეკრულება, ხელშეკრულების არსებითი პირობები, ოფერტი, აქცეპტი;
** ხელშეკრულების სტანდარტული პირობები;
** ხელშეკრულების პირობების განმარტება;
** მესამე პირების სასარგებლოდ დადებული ხელშეკრულება;
** ქუჩაში დადებული ხელშეკრულება;
** ვალდებულების შესრულება; ვალდებულების შესრულების დრო, ადგილი, ხარისხი, სუბიექტები;
** ვალდებულების დარღვევა;
** ვალდებულების შესრულების ან დარღვევის მტკიცების შესაძლებლობები;
** ხელშეკრულების შეწყვეტა;
** ხელშეკრულების მოშლა, გასვლა;
** ხელშეკრულების მოშლისა და ხელშეკრულებიდან გასვლის შედეგები;
** მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებები;
** ზიანის ანაზღაურების საკითხები;
** კონკრეტული ხელშეკრულებები.

კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 16 საათს.
სრული კურისის საფასური: 175 ლარი.
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი.

ჩაწერა მიმდინარეობს წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე:

ქ. თბილისი, რუსთაველის გამზ. #37, I სად, IV სართული
ტელ: 2 990859, 593 786060
ელფოსტა: iuristtaumaglesiskola@yahoo.com

ქ. ქუთაისი, რუსთაველის ქ. #71
ტელ: 0 (431) 251227, 598 227818
ელფოსტა: iuristtaumaglesiskola@yahoo.com



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი