Jobs.GE



დასახელება: ტრენინგ-კურსი - საბანკო სამართალი - თბილისი, ქუთაისი
მომწოდებელი: იურისტთა უმაღლესი სკოლა
გამოქვეყნდა: 3 ნოე / ბოლო ვადა: 3 დეკ

"საქართველოს იურისტთა უმაღლესი სკოლა" ქ. თბილისსა და ქ. ქუთაისში აცხადება სერთიფიცირებულ ტრეინინგ-კურსს თემაზე: "საბანკო სამართალი" სხვადასხვა ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების იურისტებთან სტაჟირებით.

საქართველოში საბანკო სისტემის მზარდი განვითარების ფონზე დადგა აღნიშნული სფეროს კვალიფიციური იურისტებით დაკომპლექტების საჭიროება. გეძლევათ საშუალება მონაწილეობა მიიღოთ ტრენინგში "საბანკო სამართალი" რომელიც მოიცავს საბანკო საქმიანობის თითქმის ყველა მნიშვნელოვან სამართლებრივ ასპექტს.

ტრენინგის მიზანი: საბანკო სამართლის უმნიშვნელოვანესი საკითხებისა დამარეგულირებელი კანონმდებლობის გააზრებული შესწავლა. საბანკო სამართალში თეორიული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზაციის უნარ-ჩვევების შემუშავება. ტრენინგის აუდიტორია: იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები, იურისტები, საკრედიტო ადმინისტრატორები, საბანკო სამართლის საკითხებით დაინტერესებული პირები.

ტრენინგის შედეგი:

ტრენინგის გავლის შემდეგ, ტრენინგის მონაწილეს სრულყოფილი წარმოდგენა ექნება:

** თუ რა ფუნქციები აქვს დაკისრებული იურისტს საბანკო სისტემაში და რა გზით, რომელ საკანონმდებლო აქტზე დაყრდნობით შეძლებს იგი ამ ფუნქციების შესრულებას.
** ბანკის ყველა სტრუქტურული ერთეულის მუშაობაზე, ასევე აღნიშნული სტრუქტურული ერთეულების მუშაობის სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევის წესებზე. ტრენინგის გავლის შემდეგ, ტრენინგის მონაწილე შეძლებს:
** კონკრეტული საბანკო-სამართლებრივი ურთიერთობისათვის შესაბამისი ნორმის სწორად შეფარდებას;
** საბანკო-სამართლებრივი დოკუმენტაციის შედგენას. ტრენინგი დაგეგმილია იმგვარად, რომ შესაძლებელი გახდეს ტრენინგის შედეგის მაქსიმალური მიღწევა. ტრენინგის დროს გამოყენებული იქნება ლოგიკური ანალიზის, მსჯელობითი და დიალოგის მეთოდები, გუნდურ-სიტუაციური ანალიზის მეთოდი. ტრენინგი, თეორიულ მასალასთან ერთად, უხვად იქნება გაჯერებული პრაქტიკული ასპექტებითაც.

სწავლება მიმდინარეობს როგორც ჯგუფურად, ასევე ინდივიდუალურად. მსმენელები უზრუნველყოფილნი იქნებიან საჭირო მეთოდური ლიტერატურით. კურსის დასრულების შემდეგ, ტესტირების საფუძველზე, გაიცემა სერთიფიკატი კატეგორიის მიხედვით და რეკომენდაცია დასაქმებისათვის. წარმატებული მსმენელები სტაჟირებას გაივლიან სხვადასხვა ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში, რაც ძალიან დაეხმარებათ შემდგომი დასაქმებისათვის.

კურსის ხანგრძლივობა ერთი თვე (24 სრული საათი);
გრაფიკი: კვირაში 3 დღე, 2 საათი;
კურსის ღირებულება 290 ლარი; თანხის გადახდა შესაძლებელია ორ ეტაპობრივად.

პირველი ლექცია ტარდება უფასოდ. მეთოდური ლიტერატურა გაიცემა უსასყიდლოდ. ჩაწერა მიმდინარეობს წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე:

ქ. თბილისი, რუსთაველის გამზ. #37, I სად, IV სართული
ტელ: 2 990859, 593 786060
ელფოსტა: iuristtaumaglesiskola@yahoo.com

ქ. ქუთაისი, რუსთაველის ქ. #71
ტელ: 0 (431) 251227, 598 227818
ელფოსტა: iuristtaumaglesiskola@yahoo.com



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი