Jobs.GE



დასახელება: ტრენინგი - ეფექტური მომსახურება და გაყიდვები
მომწოდებელი: თი ელ სი ზუგდიდი
გამოქვეყნდა: 3 ნოე / ბოლო ვადა: 27 ნოე

სასწავლო ცენტრი "თი ელ სი ზუგდიდი" გთავაზობთ სერტიფიცირებულ ბიზნეს ტრენინგს თემაზე: "ეფექტური მომსახურება და გაყიდვები".

სასწავლო პროგრამა ფოკუსირებულია ფსიქოლოგიურ ფაქტორებსა და პრაქტიკულ რჩევებზე, რომელთა გათვალისწინებაც მნიშვნელოვანია ეფექტური მომსახურება-გაყიდვებისთვის და დადებითად მოქმედებს მომხმარებლებზე.

სასწავლო კურსს გაუძღვება საქართველოსა და ევროპაში მრავალგზის სერტიფიცირებული ტრენერი თამარ კანაშვილი - "Georgian Industrial Group"-ის ტრენინგებისა და განვითარების კოორდინატორი, ტრენინგებისა და განვითარების ასოციაციის თანადამფუძნებელი, Speak Up in Georgia-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, შპს "ფორტუნას" დამფუძნებელი.

სასწავლო კურსის მიზანი: მომსახურებისა და გაყიდვების სფეროში მუშაობის მსურველთა ან დასაქმებულთა კომპეტენციის ამაღლება.

კურსი განკუთვნილია:

** გაყიდვებისა და მომსახურების სფეროში დასაქმების მსურველთათვის;
** გაყიდვებისა და მომსახურების სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის;
** ნებისმიერი ორგანიზაციის წინა ხაზის (front office) თანამშრომლებისთვის, რომლებსაც ურთიერთობა აქვთ მომხმარებლებთან.

სასწავლო კურსის შინაარსი:

** კომპლექსური მომსახურების და გაყიდვების მიმოხილვა;
** გაყიდვებისა და მომსახურებების ეტაპები;
** გაყიდვებში და მომსახურებაში ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომების განხილვა;
** ნდობის მოპოვების ფაქტორები: პირველი შთაბეჭდილების ეფექტი, არავერბალური და ვერბალური კომუნიკაცია;
** ეფექტური მომსახურების სტანდარტების განხილვა;
** კეთილგანწყობილი ხმა;
** სახელით მიმართვა;
** მომსახურებისთვის არასასურველი ფრაზებისა და სიტყვების პოზიტიურ ჭრილში გარდაქმნა;
** სწორი მოთხოვნილების გამოვლენის ეტაპები;
** მოსმენის უნარის გაუმჯობესება;
** კითხვის დასმის მეთოდები;
** ბიზნეს-წერილების ეტიკეტი და ნორმები;
** შეთავაზების ფორმის შემუშავება;
** წინააღმდეგობების ცოდნის მნიშვნელობა;
** ქეისების განხილვა და ანალიზი;
** მომხმარებლის დარწმუნების ტექნიკები;
** რთული მომხმარებელი;
** თანაგუნდელების მიერ ერთმანეთის შეფასება;
** მოლაპარაკების დასრულების კომპონენტები;
** ერთგული მომხმარებლებისადმი ყურადღება;
** ტრენინგისა და საკუთარი თავის შეფასება.

ტრენინგის მოსალოდნელი შედეგები:

ტრენინგის გავლის შემდეგ მსმენელები შეძლებენ:

** ცოდნისა და კომპეტენციის ამაღლებას მომსახურებისა და გაყიდვების სფეროში;
** მომსახურებისა და გაყიდვების ხარისხის გაუმჯობესებას.

კურსის ხანგრძლივობა: 12 საათი (2 შეხვედრა)
ტრენინგები ჩატარდება: შაბათ-კვირას 2-3 დეკემბერს 13:00-19:00 საათზე (თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობა 6 საათი)
ტრენინგ-კურსის ღირებულება: 150 ლარი.
კურსის დასრულებისას გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი.

ტრენინგზე რეგისტრაციისთვის გამოგზავნეთ შევსებული სააპლიკაციო ფორმა: https://docs.google.com/forms/d/1x-rpwsOeHZLQb6COam77s-vMK1DSmYJX9Ux598HnP_I/edit?edit_requested=true ელ.ფოსტაზე: khatia.mikava.1@gmail.com 2017 წლის 27 ნოემბრის ჩათვლით.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი