Jobs.GE



დასახელება: სოციალური მუშაკი - ქუთაისი
მომწოდებელი: SOS ბავშვთა სოფელი
გამოქვეყნდა: 6 ნოე / ბოლო ვადა: 22 ნოე
თანდართული ფაილი: 157394-sos-app-form.zip

"საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მუშაკის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისი.

საქმიანობის ძირითადი მიზანი: მზრუნველობა მოკლებული ბავშვებისა და მათი ოჯახების ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის უზრუნველყოფა და სოციალური ფუნქციონირების აღდგენა-გაუმჯობესების ხელშეწყობა.

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** შემთხვევების მართვის (case management) წარმოება
** სამიზნე ჯგუფის ოჯახებში ვიზიტების განხორციელება
** სამიზნე ჯგუფის ოჯახებისათვის რესურსების მოძიება და საჭირო რესურსებთან დაკავშირება
** პროექტის ფარგლებში შექმნილ მულტიდისციპლინარულ გუნდთან (სახელმწიფო სოციალური მუშაკ(ებ)ი, ფსიქოლოგი, დასაქმებისა და განათლების სპეციალისტები) მუშაობა
მიმდინარე, ისე დახურულ შემთხვევებზე ინფორმაციის სათანადოდ შენახვა
** მონაცემთა ბაზის ელექტრონულ სისტემაში მუშაობა და შესაბამისი სტატისტიკის წარმოება
** პროექტის მიზნებიდან გამომდინარე, პროექტის ბენეფიციარების, მათ შორის პროექტში მონაწილე ორგანიზაციების სათანადო ჩართულობის უზრუნველყოფა
** პროექტის გუნდის წევრებთან, ასევე, პროექტში ჩართულ პარტნიორ ორგანიზაციებთან უფლებამოსილების ფარგლებში, ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა.

სავალდებულო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სოციალურ სამუშაოში
** ბავშვებთან და ოჯახებთან სოციალურ მუშაკად მუშაობის გამოცდილება
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა
** წერითი უნარ-ჩვევები
** ბენეფიციარის ინტერესებისა და შესაძლებლობების გამოვლენისა და მხარდაჭერის უნარი
** ბენეფიციარების თანადგომისა და ემპათიის უნარი
** ეფექტური კომუნიკაცია, ნდობის მოპოვებისა და ურთიერთობის დამყარების უნარი
** მოქნილობა და დამოუკიდებლობა
** თვითკონტროლი და სიმშვიდის შენარჩუნება რთულ და სტრესულ სიტუაციებში
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** "SOS ბავშვთა სოფლის" ხედვისა და მიზნების გაზიარება.

ჩვენ გთავაზობთ:

** საინტერესო და საპასუხისმგებლო სამუშაოს;
** სასიამოვნო და კეთილგანწყობილ სამუშაო გარემოს;
** პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
** პროფესიული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი სამოტივაციო წერილი და CV (რომელიც შეიცავს სამი რეკომენდატორი პირის საკონტაქტო ინფორმაციას), ელ-ფოსტაზე: hr@sos-kd.ge 2017 წლის 22 ნოემბრის ჩათვლით. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ სასურველი თანამდებობა.

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" სოციალურ განვითარებაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა. 1989 წლიდან იგი აქტიურად მონაწილეობს ბავშვთა უფლებებსა და მათ საჭიროებებზე მიმართული პროგრამებისა თუ მომსახურებების შემუშავებაში. ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს "SOS Children`s Villages International"-ის დებულების შესაბამისად, ვინაიდან ეს უკანასკნელი წარმოადგენს მის ქოლგა ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 132 ქვეყანაში ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობა ასოციაციების სახით. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა; აგრეთვე, თემზე დაფუძნებული ალტერნატიული მომსახურებების მიწოდების გზით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება, მათი სრულფასოვან პიროვნებებად ფორმირების ხელშეწყობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.sos-childrensvillages.ge



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი