Jobs.GE



დასახელება: საწყობისა და ავტოპარკის მართვის უმცროსი სპეციალისტი
მომწოდებელი: ნოვა ტექნოლოჯი
გამოქვეყნდა: 2 ნოე / განახლდა: 6 ნოე / ბოლო ვადა: 30 ნოე

სს "ნოვა ტექნოლოჯი" 2007 წლიდან ნერგავს და ავითარებს სწრაფი გადახდების ბიზნესს ქართულ ბაზარზე. კომპანია ყოველდღიურად ემსახურება 350 000 - მდე მომხმარებელს 6500 - მდე მომსახურების წერტილიდან. შემოუერთდი სწრაფად განვითარებად ბიზნესს და მიაღწიე წარმატებას ჩვენს გუნდთან ერთად.

სს "ნოვა ტექნოლოჯი" აცხადებს ვაკანსიას საწყობისა და ავტოპარკის მართვის ქვეგანყოფილების უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის ავტომობილების მიერ მოხმარებული საწვავის დაანგარიშება შიდა სააღრიცხვო სისტემაში;
** ავტომობილებისათვის საწვავის განაწილება შიდა სააღრიცხვო სისტემაში;
** თვის მანძილზე მოხმარებული საწვავის საგადასახადო ცხრილში მოქცევა;
** საგადასახადო ცხრილის მიხედვით მიღება-ჩაბარების აქტების რეესტრის წარმოება ;
** საგადასახადო სტანდარტების მიხედვით ავტომობილების რეესტრის შექმნა (წვის კოეფიციენტი და სხვა);
** საწვავის მარაგის კონტროლი და საწვავის შესყიდვა;
** მანქანის შენახვის ხარჯების რეესტრის წარმოება (რეცხვა, რემონტი, პროფილაქტიკური სამუშაო);
** სააღრიცხვო სისტემის გამართულად ფუნქციონირების კონტროლი (GPS, რეპორტინგი, შიდა სისტემა და სხვა);

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების (ფინანსების, ლოჯისტიკის) მიმართულებით
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება სასურველია
** რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა სასურველია
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების Windows - MS Word, MS Excel (პროფესიულ დონეზე), MS PowerPoint, MS Paint, internet- ის ცოდნა

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა
** ორგანიზებულობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** დროის მართვის უნარი
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** პრიორიტეტების განაწილების უნარი
** პრობლემების ანალიზისა და მათზე რეაგირების უნარი
** კონფლიქტური სიტუაციის მართვის უნარი
** ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაციის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
** იმუშავოთ ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოში;
** განვითარდეთ პროფესიულად და მოახდინოთ თვითრეალიზაცია.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@novatech.ge და "subject"-ის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 2017 წლის 30 ნოემბერი.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ სს "ნოვა ტექნოლოჯი" - მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემები შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.

გისურვებთ წარმატებებს!



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი