Jobs.GE



დასახელება: ბუღალტრული აღრიცხვა და აუდიტი - Oris, SuperFin
მომწოდებელი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 2 ნოე / ბოლო ვადა: 2 დეკ

ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრი თსუ პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის ბაზაზე ბუღალტერიის და აუდიტის შესასწავლად ან კვალიფიკაციის ასამაღლებლად იწვევს ყველას, მათ შორის, ვინც გადაწყვიტა პროფესიის შეცვლა

საერთაშორისო ბუღალტერია, ბუღალტრული აღრიცხვა და აუდიტი ORIS, SuperFin.

აცხადებს მსმენელთა მიღებას:

** ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სასერტიფიკატო კურსზე.
** მსმენელები დაეუფლებიან ბუღალტრულ აღრიცხვას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ასევე, შეისწავლიან კომპიუტერულ საბუღალტრო პროგრამებს (ორისი, სუპერფინი, ინფო) და ა.შ. კომპიუტერული პროგრამების უცოდინარობის შემთხვევაში, წინასწარ მოხდება საჭირო პროგრამების შესწავლა ამავე ცენტრში.

სწავლების ხანგძლივობა: სამი თვე
ფასი: 1 თვე 100 ლარი. შესაძლებელია თანხის ეტაპობრივი გადახდა

მეცადინეობებზე გამოყენებული იქნება სწავლების უახლესი ფორმები და მეთოდები. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა პრაქტიკული ჩვევების ჩამოყალიბებას; მოხდება ბუღალტრული საქმიანობის მოდელირება და ქეისების შესწავლა. რათა მსმენელმა კურსების დამთავრებისთანავე შეძლოს ბუღალტრად მუშაობა.

სწავლების დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი ორენოვანი ქართულ-ინგლისური სერტიფიკატი.

ტრენინგზე ჩაწერა დაწყებულია.

პროგრამის შინაარსი:

** ბუღალტრული აღრიცხვა
** ბუღალტრული აღრიცხვის საგანი და მეთოდი.
** ანგარიშთა სისტემა და პირადი ჩაწერა.
** დოკუმენტაცია და ინვენტარიზაცია.
** ბუღალტრული ბალანსი და ანგარიშგება.
** ფულადი საშუალებების აღრიცხვა.
** მოთხოვნების აღრიცხვა.
** სასაქონლო მატერიალური მარაგის აღრიცხვა.
** ინვესტიციების აღრიცხვა.
** არამატერიალური არქივების აღრიცხვა.
** ვალდებულებების აღრიცხვა.
** შემოსავლებისა და სარგებლის აღრიცხვა.
** საკუთარი კაპიტალის აღრიცხვა.
** ძირითადი საშუალებების აღრიცხვა.
** ფინანსური ანგარიშების შედგენა
** მმართველობითი აღრიცხვის დანიშნულება.
** დანახარჯების კლასიფიკაცია და წარმოების მოცულობის, დანახარჯებისა და მოგების ურთიერთდამოკიდებულება.
** პროდუქციის პირდაპირი მატერიალური და შრომითი დანახარჯები.
** დანახარჯების აღრიცხვა და მისი სახეები.
** დანახარჯების კალკულაცია.

საგადასახადო საქმე:

** გადასახადის გადამხდელი, საგადასახადო აგენტი, საწარმო, ორგანიზაცია, ფიზიკური პირი;
** საქართველოს საგადასახადო ორგანოების სისტემა;
** საგადასახადო ვალდებულება;
** საშემოსავლო და მოგების გადასახადები;
** დღგ;
** აქციზი;
** იმპორტის გადასახადი;
** ადგილობრივი გადასახადი;
** საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილება;
** საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფა;
** საგადასახადო კონტროლი;
** საგადასახადო სამართალდარღვევა და პასუხისმგებლობა;
** საგადასახადო დავა;

აუდიტი:

** აუდიტორული საქმიანობის ნორმატიული რეგულირების სისტემა საქართველოში.
** აუდიტორული საქმიანობის სტანდარტები.
** აუდიტორთა ატესტაცია (სერთიფიცირება).
** აუდიტორის ეთიკის კოდექსი.
** აუდიტორული საქმიანობის ცნება.
** აუდიტის მიზანი და ამოცანები.
** აუდიტის სახეები და კლასიფიკაცია.
** აუდიტის დოკუმენტირება.
** აუდიტორული შემოწმების ეტაპები.
** აუდიტის დაგეგმვა და პროგრამა.
** შიდა კონტროლის სისტემის შეფასება.
** აუდიტორული რისკი.
** არსებითობა და სტრატეგია.
** აუდიტორული მტკიცებულებები
** ანალიზური პროცედურები.
** აუდიტორული შერჩევა.
** ფინანსური ანგარიშების აუდიტორული დასკვნა.
** აუდიტის დამამთავრებელი ეტაპი და შესრულებულ სამუშაოთა შედეგებზე წერილობითი ინფორმაცია.
** ექსპერტების მიერ შესრულებული სამუშაოს გამოყენება.
** აუდიტის მეთოდიკის საკითხები.

კონტაქტი: 299 68 53 (ნინო კედია, ეთერ ჯაბანაშვილი); 555 13 30 50; (ნინო კედია); 558 92 78 22 (ეთერ ჯაბანაშვილი).
ელ. ფოსტა: tsutraining@gmail.com



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი