Jobs.GE



დასახელება: პრაქტიკული აუდიტის შემსწავლელი კურსი
მომწოდებელი: ევროპის აკადემიური ცენტრი
გამოქვეყნდა: 2 ნოე / ბოლო ვადა: 2 დეკ

"ევროპის აკადემიური ცენტრი" თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში - აცხადებს მიღებას პრაქტიკული აუდიტის შემსწავლელ კურსზე.

ევროპის აკადემიური ცენტრი ფლობს ISO სერტიფიკატს (ISO 9001) ტრენინგებისა და პროფესიული გადამზადების კურსების შემუშავება განხორციელებაში. ჩვენ ორიენტირებულები ვართ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სწავლებაზე. ამასთანავე, მუდმივად ვთანამშრომლობთ დამსაქმებელთა კორპუსთან, რათა შევისწავლოთ მათი მოთხოვნები და შევძლოთ ამ მოთხოვნების პრაქტიკული რეალიზაცია.

სწავლების მეთოდი:

** პრაქტიკას + თეორია;
** პრაქტიკული მაგალითების განხილვა (კაზუსების განხილვა);
** შემოწმების აქტის შედგენა.

კურსის მიზანია საგადასახადო აუდიტის ჩატარების შესწავლა; გადასახადებით დასაბეგრი ბაზის სწორად განსაზღვრა; შედგენილი დეკლარაციების და ანგარიშების შემოწმება და კონტროლი.

სასწავლო პროგრამა მოიცავს შემდეგ ძირითად მოდულებს:

** საგადასახადო შემოწმების ჩატარების პრინციპები;
** გადასახადის გადამხდელის უფლებები და ვალდებულებები;
** აუდიტორული მიდგომა;
** შემოწმების სტრატეგიები;
** წინასააუდიტორო ანალიზი;
** შემოწმების გეგმის მომზადება;
** აუდიტორული რისკების შეფასება;
** აუდიტის მეთოდოლოგიები;
** საგადასახადო კანონმდებლობის სამართლებრივი გამოყენება;
** საგადასახადო აუდიტის დასრულება (შემოწმების აქტი);
** შემოწმების საქმის დამუშავება;

კურსის ხანგრძლივობა: ერთი თვე (20 საათი);
სასწავლო გრაფიკი: კვირაში 2-ჯერ, 2 სთ;
კურსის ღირებულება: 400 ლარი (დღგ-ს ჩათვლით).

კურსი გულისხმობს ფინალურ სასერტიფიკატო გამოცდას, რომლის საფუძველზეც გაიცემა "ევროპის აკადემიური ცენტრის" ორენოვანი სერტიფიკატი.

რეგისტრაციისათვის შეავსეთ განაცხადის ფორმა: https://goo.gl/6Dm2MH

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

ქ. თბილისი, კოსტავას 67
ტელ: (+995 32) 2 238 234; 599 334 700

ქ. ქუთაისი, წერეთლის ქ. 13 (ქუთაისის უნივერსიტეტის I სართული)
ტელ: (+995 431) 236060, 598 802227

ქ. ბათუმი, ჯავახიშვილის 3ა
ტელ: (+995 422) 293 293, 592700066

ვებ-გვერდი: http://www.pdcgeo.ge
ელ-ფოსტა: info@pdcgeo.ge
Facebook: https://www.facebook.com/www.pdcgeo.ge.Tbilisi



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი