Jobs.GE



დასახელება: იტალიური ენის კურსები - თბილისი, რეგიონები
მომწოდებელი: ევროპის აკადემიური ცენტრი
გამოქვეყნდა: 2 ნოე / ბოლო ვადა: 2 დეკ

"ევროპული ცენტრი" თბილისში , ქუთაისსა და ბათუმში გთავაზობთ საკომუნიკაციო და აკადემიური იტალიური ენის შემსწავლელ კურსს.

1. აკადემიური იტალიური ენის კურსი

იტალიური ენის შესწავლა დონეების მიხედვით:

1. Principiante - 8 კვირა, 48 საათი
2. elementare - 8 კვირა, 48 საათი
3. pre intermedio - 8 კვირა, 48 საათი
4. intermedio - 8 კვირა, 48 საათი
5. intermedio alto - 8 კვირა, 48 საათი
6. avanzato - 8 კვირა, 48 საათი

კურსის ხანგრძლივობა: 2 თვე
კურსის ღირებულება: 130 ლარი თვეში
სასწავლო გრაფიკი: კვირაში 2-ჯერ, 2 სთ
მეცადინეობები ტარდება დილის და საღამოს საათებში.

2. საკომუნიკაციო იტალიური ენის კურსი:

პროგრამა, რომელსაც წარმოგიდგენთ, არის იტალიურ ი ენის მულტიმედიური კურსი, რომელიც განკუთვნილია მათთვის, ვინც ფლობს იტალიურ ენას ელემენტარულ დონეზე და თანამედროვე მეთოდებით სურს საფუძვლიანად დაეუფლოს ენას საკომუნიკაციო დონეზე, გაიმდიდროს ლექსიკა, გააღრმავოს გრამატიკის ელემენტები, რათა შეძლოს საუბარი ნებისმიერ სიტუაციაში და აგრეთვე გაეცნოს ამ ენის კულტურასა და ცივილიზაციას.

კურსისთვის განკუთვნილი ლიტერატურა მოიცავს თემატურად დაყოფილ 24 თავს:

** დიალოგის პრეზენტაცია
** დიალოგის ექსპლოატაცია
** ლინგვისტური მასალების უზრუნველყოფა (დამუშავება) და მათი ტრანსპონირება (გამოყენება სხვადასხვა სიტუაციებში)
** გრამატიკისა და ლექსიკის გამდიდრება (დაკვირვება)
** თავისუფალი სავარჯიშოების დამუშავება შექმნილ სიტუაციებში და სხვ.

სასწავლო კურსის ხანგრძლივობა: 3 თვე
კურსის ღირებულება: 150 ლარი თვეში
დღეების რაოდენობა: კვირაში 2-ჯერ
მეცადინეობები ტარდება დილის და საღამოს საათებში.

კურსის განმავლობაში ჩატარდება შუალედური და შემაჯამებელი ტესტირება.

კურსის ბოლოს გაიცემა ევროპული სტანდარტების შესაბამისი სერტიფიკატი. მაღალი დონის სერტიფიცირება მოხდება იტალიური საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ.

ევროპული ცენტრის კურსდამთავრებულებს ცოდნის გასაღრმავებლად ეძლევათ საშუალება მონაწილეობა მიიღონ გაცვლით პროგრამაში და გაემგზავრონ იტალიაში.

რეგისტრაციისათვის შეავსეთ განაცხადის ფორმა: https://goo.gl/2ySvaG

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

ქ. თბილისი, კოსტავას 67
ტელ: (+995 32) 2 238 234, 599 334 700

ქ. ქუთაისი, წერეთლის ქ. 13 (ქუთაისის უნივერსიტეტის პირველი სართული)
ტელ: (+995 431) 236060; 598 802227

ქ. ბათუმი, ჯავახიშვილის 3ა
ტელ: (+995 422) 293 293; 592700066

ვებ-გვერდი: http://www.pdcgeo.ge
ელ-ფოსტა: info@pdcgeo.ge
Facebook: https://www.facebook.com/www.pdcgeo.ge.Tbilisi



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი