Jobs.GE



დასახელება: ტრენერი
მომწოდებელი: Prana Wellbeing
გამოქვეყნდა: 2 ნოე / ბოლო ვადა: 3 დეკ

პიროვნული განვითარების ტრენინგ-ცენტრი "Prana Wellbeing" სათანამშრომლოდ (როგორც დამოუკიდებელ კონტრაქტორებს) იწვევს პიროვნული განვითარებით დაინტერებულ ტრენერებს.

კანდიდატების პროფილი შეიძლება მრავალმხრივი იყოს. ტრენინგ-ცენტრი დაინტერესებულია ყველა იმ ტრენერთან თანმშრომლობით, რომელსაც სურვილი ექნება ჩაატაროს ტრენინგები-სემინარები-მასტერკლასები შემდეგი საკითხების გარშემო:

** პიროვნული განვითარება
** პრაქტიკული ფსიქოლოგია - ყველა ის საკითხი, რაც მიმართულია ადამიანის ჰარმონიისა და კეთილდღეობისკენ
** ნეირო ლინგვისტური პროგრამირება
** სტრესის მართვა
** პიროვნული ეფექტიანობის გაუმჯობესება
** მასტერკლასები ჯანმრთელობის საკითეხის გარშემო
** ჯანმრთელობის გაუმჯობესების არატრადიციული მეთოდები - მაგ.: აიურვედა, ფიტოთერაპია, აკუპრესურა, ციგუნი, ტაი ჩი და ა.შ.
** ეზოთერიკული პრაქტიკები
** ასტროლოგია და ნუმეროლოგია
** ართ თერაპია
** თიმ ბილდინგი (Team building)
** ლიდერობა (Leadership).

კანდიდატი შეიძლება არ იყოს პროფესიონალი ტრენერი, მაგრამ ფლობდეს ექსპერტიზას ზემოთ ჩამოთვლ საკითხებში და ჰქონდეს ტრენინგის მომზადების და ჩატარების სურვილი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV და სამოტივაციო წერილი შემდეგ ელფოსტაზე: info@prana.ge არაუგვიანეს 2017 წლის 3 დეკემბრისა. გთხოვთ, ნუ დაიცდით ბოლო ვადამდე.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი