Jobs.GE



დასახელება: ავტომობილის სავალი ნაწილების ხელოსანი
მომწოდებელი: ასპ-ჯორჯია
გამოქვეყნდა: 1 ნოე / ბოლო ვადა: 1 დეკ

"ASP Georgia" წამყვანი კომპანიაა საქართველოს ბაზარზე, 2001 წლიდან. კომპანიის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს: სატვირთო და მსუბუქი ავტომობილების სათადარიგო ნაწილებით ვაჭრობა; სასოფლო, სამშენებლო და სამრეწველო დანიშნულების ტექნიკით ვაჭრობა; კორპორატიული და საცალო კლიენტების მაღალი ხარისხის ავტოპროდუქტებითა და სერვისის ფართო სპექტრით უზრუნველყოფა.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ქ. თბილისში, ერთ-ერთი სერვისცენტრისთვის, ავტომობილის სავალი ნაწილების ხელოსნის პოზიციაზე.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო ან/და სპეციალური პროფესიული განათლება (ტექნიკური განხრით);
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
** რუსული ენის ცოდნა მომხმარებელთან საკომუნიკაციო დონეზე;
** დოკუმენტაციის ელემენტარულ დონეზე წარმოების უნარი;
** სერვისის სფეროში კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები (სასურველია).

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა.

ანაზღაურება: შეთანხმებით.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ისანი-სამგორის რ-ნი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე ელ.ფოსტის მისამართზე: vacancy.autoindustry@gmail.com არაუგვიანეს 2017 წლის 01 დეკემბრისა. სავალდებულოა, რომ წერილის სათაურში "subject" მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "სავალი ნაწილების ხელოსანი" - რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.

გისურვებთ კარიერულ წარმატებას!



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი