Jobs.GE



დასახელება: კოსმეტიკური და მოვლის საშუალებების კონსულტანტი - თბილისი, რეგიონები
მომწოდებელი: ავერსი
გამოქვეყნდა: 1 ნოე / ბოლო ვადა: 22 ნოე

კომპანია "ავერსი" აცხადებს ვაკანსიას კოსმეტიკური და მოვლის საშუალებების კონსულტანტის პოზიციაზე ქ. თბილისსა და შემდეგ რეგიონებში: ბათუმი, ქუთაისი, ბაკურიანი, თერჯოლა, თელავი, სენაკი, ლანჩხუთი, აბაშა, ახალქალაქი და ახალციხე.

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** სასურველია მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება გაყიდვების ან მომსახურების სფეროში;
** სასურველია მუშაობის გამოცდილება შესაბამის სფეროში(პარაფარმაცია, კოსმეტიკური და მოვლის საშუალებები, ბავშვთა კვება)
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ფლობა
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა
** კომუნიკაბელურობა, გამართული მეტყველება, პრეზენტაციის უნარი
** პუნქტუალურობა, მიზანდასახულობა, თვითგანვითარებისაკენ სწრაფვა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV (სასურველია შეავსოთ ჩვენი სააპლიკაციო ფორმა http://www.aversi.ge/online.php) ელექტრონული ფოსტით მისამართზე: vacancy@aversi.ge ან წარმოადგინოთ შემდეგი საბუთები 11:00 სთ-დან 15:00 სთ-მდე:

** ფოტოსურათი 3x4 - 1ც.;
** დიპლომის ასლი;
** პირადობის მოწმობის ასლი;
** სარეკომენდაციო წერილები

მისამართზე: ქ. თბილისი, ა. ყაზბეგის 16;
ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1575); 291 02 38

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 22 ნოემბერი, 2017 წელი.

გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი