Jobs.GE



დასახელება: საწყობის თანამშრომელი - თელავი
მომწოდებელი: გორგია
გამოქვეყნდა: 31 ოქტ / ბოლო ვადა: 20 ნოე

"გორგია" ამიერკავკასიაში ყველაზე მსხვილი სამშენებლო სარემონტო მასალების სავაჭრო კომპანიაა, დაარსებული 1998 წელს.

კომპანიის ძირითად საქმიანობის სფეროს სამშენებლო და სარემონტო მასალების საქართველოში იმპორტირება და საცალო-საბითუმო ვაჭრობა წარმოადგენს. "გორგიას" მიერ იმპორტირებული საქონლის რეალიზება ხდება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში. "გორგია" ბაზარზე წარმოდგენილია ორი შვილობილი ბრენდით: ჰიპერმარკეტი "გორგია" და "გორგია პრემიუმი".

ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" წარმოდგენილია თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში, თელავში, ბათუმსა და მარნეულში.

კომპანიის ზრდასთან ერთად კომპანია "გორგია" იწყებს ახალი თანამშრომლების მიღებას და აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე, თელავში.

მოვალეობები:

** კლიენტის მომსახურება - ტვირთის მიტანა სატრანსპორტო საშუალებამდე;
** ტვირთის დაცლა და დასაწყობება;
** საწყობის პერიოდულ აღრიცხვაში მონაწილეობის მიღება;
** მონაწილეობის მიღება წუნდებული პროდუქციის აღრიცხვაში;
** საწყობის დალაგება, დასუფთავება.

მოთხოვნები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დისციპლინირებულობა
** გუნდური მუშაობის უნარი

გთხოვთ, 20 ნოემბრამდე გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: hrproject4@gorgia.ge

გაითვალისწინეთ, რომ აუცილებელია გამოგზავნისას მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი