Jobs.GE



დასახელება: ქოლ-ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: სამედიცინო ცენტრი გიგეა
გამოქვეყნდა: 30 ოქტ / ბოლო ვადა: 28 ნოე

სამედიცინო ცენტრი "გიგეა" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ თანამდებობაზე: ქოლ-ცენტრის ოპერატორი.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიაში არსებული სარეალიზაციო პროდუქციის შესწავლა;
** სარეალიზაციო პროდუქციის შესახებ მომხმარებლისათვის ინფორმაციის მიწოდება და შეთავაზება;
** დაინტერესებულ და ერთგულ მომხმარებელთა ბაზის მართვა.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სწრაფი ადაპტაციის უნარი;
** დამარწმუნებელი, არგუმენტირებული და გამართული ვერბალური კომუნიკაცია;
** სტრესულ სიტუაციებში ტოლერანტული დამოკიდებულების შენარჩუნება;
** დროის მართვისა და მოლაპარაკებების ეფექტურად ჩატარების უნარი.

"გიგეა" გთავაზობთ:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, ორი/სამი დღე დილის ცვლა (09:00-15:00), ორი/სამი დღე საღამოს ცვლა (14:30-20:30)
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი.
** პროფესიული ტრენინგ-კურსები: გაყიდვების და ეფექტური კომუნიკაციის მიმართულებით.
** კომფორტული და მეგობრული სამუშაო გარემო.
** სტუდენტებზე მორგებული გრაფიკი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hrgigea@gmail.com და "subject"-ის ველში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 28 ნოემბერი, 2017 წელი.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი