Jobs.GE



დასახელება: ელექტრიკოსი
მომწოდებელი: SPAR Georgia
გამოქვეყნდა: 30 ოქტ / ბოლო ვადა: 30 ნოე

საერთაშორისო საცალო ვაჭრობის წამყვანი ბრენდი "SPAR", რომელიც 1932 წელს ჰოლანდიაში შეიქმნა, ფლობს 12 500-ზე მეტ მაღაზიას მსოფლიოს 44 ქვეყანაში, 4 კონტინენტზე და ყოველდღიურად 13 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.

"SPAR"-ის მაღაზიათა ქსელის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება. ამ ღირებულებებისათვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური რესურსების განვითარებას შესაბამისი ინფრასტრუქტურის, სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით.

"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი, აცხადებს კონკურსს ელექტრიკოსის ვაკანტურ პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 1000-1200 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

** სავაჭრო ობიექტებზე ელექტრო დანადგარების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა; სამუშაო პროცესის შეუფერხებლად მუშაობის ორგანიზება;
** ახალი ელექტრო მოწყობილობების, სისტემების და დანადგარების მონტაჟი;
** ელექტრო მოწყობილობების და სისტემების გეგმიური ტექნიკური დათვალიერება;
** ელექტრო მოწყობილობების და სისტემების ცვეთის მიზეზების გამოვლენა და მათი აღმოფხვრა;
** გეგმიური პროფელაქტიკური სამუშაოების შესრულება;
** შრომის და ტექნიკური უსაფრთხოების წესების დაცვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ელექტრო/ენერგეტიკის სფეროში
** მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება
** ელექტრული წრედის ელემენტების და გამტარების საფუძვლების ცოდნა
** ელექტრო განაწილების სისტემების საფუძვლების ცოდნა
** ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების ცოდნა;(სასურველია ელექტრო უსაფრთხოების სერტიფიკატი)

უნარები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ეფექტურად განაწილების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** შედეგზე ორიენტირებულობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად ელ.ფოსტაზე vacancy@spar-georgia.com 2017 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით და სათაურის ველში - "Subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება "ელექტრიკოსი" წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი