Jobs.GE



დასახელება: კორპორატიული მომსახურების ოფიცერი
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 28 ოქტ / ბოლო ვადა: 20 ნოე

ჰოლდინგური კომპანია "თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული მომსახურების ოფიცრის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კორპორატიულ კლიენტებთან ურთიერთობა, მოლაპარაკებების წარმოება;
** შეთავაზებების მომზადება და ორგანიზაციებისათვის წარდგენა;
** კლიენტის ვიზიტის დაგეგმვა და მოსამზადებელი სამუშაოების კონტროლი;
** კორპორატიული კლიენტების მიღება, საჭიროებების დადგენა და შესაბამისი სერვისის შეთავაზება;
** კლიენტის ინფორმირება ჩასატარებელი სამუშაოების ვადებისა და ღირებულებების შესახებ;
** ინფორმაციის ასახვა შესაბამის პროგრამებში (SAP, DMS)
** სერვისის სამუშაოების მაღალი ხარისხით ჩატარების ხელშეწყობა;
** სერვისის-ოპერაციების კონტროლი და ჩატარებული სამუშაოების შესახებ კლიენტის ინფორმირება;
** შემდგომი ტექ. მომსახურების შესახებ კლიენტის ინფორმირება/შეხსენება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
** რუსული და ინგლისური ენების სალაპარაკო დონეზე ცოდნა;
** MS office-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** სასურველია საავტომობილო სფეროს საბაზისო დონეზე ცოდნა;
** სასურველია SAP-ში მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** ორგანიზების და დაგეგმვის უნარი
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** დროის ეფექტური მართვის უნარი
** გუნდში მუშაობის უნარი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tegetamotors.ge 2017 წლის 20 ნოემბრამდე.

გაცნობებთ, რომ შევსებული ანკეტა ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 10 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი