Jobs.GE



დასახელება: აღრიცხვის ოპერატორი - ახალქალაქი
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 28 ოქტ / ბოლო ვადა: 20 ნოე

ჰოლდინგური კომპანია "თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას აღრიცხვის ოპერატორის თანამდებობაზე ახალქალაქში.

ძირითადი მოვალეობები:

** სერვის ცენტრში ავტომობილების ტექნიკური მომსახურების და სარემონტო სამუშაოების აღრიცხვის წარმოება;
** სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერება, დეფექტაცია, საჭირო დეტალებისა და მასალების მომარაგება;
** უშუალო ხელმძღვანელისთვის ოპერატიული და სრული ინფორმაციის მიწოდება კლიენტების მიერ დაფიქსირებული უკმაყოფილებებისა და სხვა საგულისხმო ფაქტების შესახებ;

პროფესიული ცოდნა/გამოცდილება:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება;
** სამუშაო გამოცდილება მსგავს თანამდებობაზე;
** სამუშაო გამოცდილება საავტომობილო სფეროში სასურველია;
** კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა (MS Office);
** ქართული, რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილად ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** მოწესრიგებული;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით;
** შრომისმოყვარე;
** ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tegetamotors.ge 2017 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით.

გაცნობებთ, რომ შევსებული ანკეტა ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 10 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი