Jobs.GE



დასახელება: მაღაზიის მენეჯერი
მომწოდებელი: ორი ნაბიჯი
გამოქვეყნდა: 28 ოქტ / ბოლო ვადა: 28 ნოე

"ორი ნაბიჯი" პირველი კომპანიაა კვების პროდუქტების საცალო გაყიდვების სფეროში, რომელმაც უბნის მაღაზიის ფორმატით დაიწყო ოპერირება 2009 წელს. 2010 წელს გაიხსნა ჩვენი პირველი მაღაზია დიდუბეში, ხოლო აქტიური განვითარება დაიწყო 2011 წლის მეორე ნახევრიდან და დღემდე გრძელდება. ამჟამად, კომპანია ფლობს 95 მაღაზიას თბილისის მასშტაბით. მიმდინარე წელს ჩვენ ვგეგმავთ ქსელის მნიშვნელოვან ზრდას, რაც უკვე ყოველწლიური ტრადიცია გახლავთ ორ ნაბიჯში.

დინამიური განვითარების პროცესში კომპანია ყველაზე ღირებულ აქტივად სწორედ თანამშრომელთა გუნდს განიხილავს, რომლის ძალისხმევის გარეშე წარმოუდგენელია წარმატების მიღწევა.

ამჯერად, მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

1. დაქვემდებარებული პერსონალის მართვა
2. სავაჭრო პროცესების მართვა:

** დადგენილი სასაქონლო პლანოგრამების მიხედვით საქონლის განლაგების დაცვის უზრუნველყოფა;
** საქონლის თაროებზე შევსებისა და ვადების კონტროლის უზრუნველყოფა და სხვა;

3. სააღრიცხვო პროცესების მართვა:

** მომწოდებლებისგან საქონლის მიღება და საქონლის უკან დაბრუნება დადგენილი წესის მიხედვით;
** სალაროსა და ფულადი ოპერაციების მართვა და კონტროლი დადგენილი წესის მიხედვით;
** შიდა კამერალური აღწერების წარმართვა - სასაქონლო პოზიციების ან კატეგორიების შერჩევითი დათვლა და შედეგების შესახებ დადგენილი წესით ანგარიშგება და სხვა;

4. მაღაზიის ტექნიკური გამართულობის კონტროლი და უზრუნველყოფა.
5. შესყიდვები:

** მარაგების მართვა, პროდუქციის შეკვეთა გაყიდვებისა და ნაშთების მიხედვით.
** ოპტიმალური ასორტიმენტის განსაზღვრისა და სერვისის ამაღლების მიზნით მიზნობრივი ბაზრის მუდმივი შესწავლა და ანალიზი;
** კონკურენტების ფასების შესწავლა და მუდმივი კონტროლი;
** რეალიზებული საქონლის ყოველკვირეული ანალიზი;

6. მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფა და კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** სავალდებულოა მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე საცალო-სავაჭრო სფეროში.

უნარ-ჩვევები:

** ორგანიზატორული უნარ-ჩვევები
** გუნდური მუშაობის უნარები
** კომპიუტერზე მუშაობის უნარ-ჩვევები.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელური
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებული
** აკურატული
** ენერგიული.

ქვემოთ აღნიშნული ბმულიდან შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ სააპლიკაციო ფორმა: http://orinabiji.ge/downloads/ანკეტა.docx

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ.მისამართზე hr1@orinabiji.ge. აუცილებელია "Subject" ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი